საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.12.2011 ბოლო ცვლილება 21.02.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№488
სარეგისტრაციო კოდი
460080000.10.003.016648
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111223043, 26/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №488

2011 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამ ის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ქვე პუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს თანდართული საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა.

მუხლი 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებებ ი სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ასიგნებების ა სა ხ ვის მიზნით, რათა უზრუნველყოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრ ოსთვის თანდართული პროგრამით გათვალისწინებული 20, 5 მლნ ლარის ეტაპობრივად გამოყოფა.

მუხლი 3. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მ  უზრუნველყოს შესაბამისი თანხის განაწილება ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში.

მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ნიკა გილაური

 

საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა 2012-2016 წლებისათვის

საქართველოში რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრებისათვის, სამომავლო და უკეთესი წარმატებების მიღწევის მიზნით, მაქსიმალურ ხელშეწყობას.

სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის შედეგად რაგბის საერთაშორისო საბჭო (IRB) 2013-2016 წლებში ახალ ოთხწლიან ციკლში საქართველოს მიანიჭებს ახალ სტატუსს – High Performance Union და, შესაბამისად, გაზრდის ქართული რაგბის დაფინანსებას, უზრუნველყოფს მაღალი დონის გუნდებთან საქართველოს ნაკრების თამაშებს.

სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კვლავ რჩება საქართველოს ქვეყნის შიდა ჩემპიონატის განვითარება. ასევე, დაფინანსების პროგრამის თანახმად, დიდი ყურადღება მიექცევა ბავშვებში რაგბის განვითარებას.

სახელმწიფო პროგრამა, ისევე როგორც 2008-2011 წლებში, კვლავ გახდება საფუძველი იმისა, რომ უფრო მეტი სპონსორი გამოიჩენს ინტერესს რაგბისადმი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში რაგბის შემდგომ განვითარებას და უკეთესი სპორტული შედეგების მიღწევას.

 

პროგრამის მიზანია:

1. 2015 წლის მსოფლიო თასზე გასვლა და უკეთესი შედეგის მიღწევა.

2. 2016 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურის მოსაპოვებლად შვიდკაცა ნაკრების მომზადება.

3. ასაკობრივი ნაკრებების მომზადება, მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირებში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა.

4. უცხოელი სპეციალისტების მოზიდვა.

5. საქართველოს ჩემპიონატის დონის შემდგომი ამაღლება (სპორტული განვითარება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა, ფორმატის დახვეწა).

6. ბავშვთა რაგბის მასშტაბური განვითარება.

 

 

ქართული რაგბის განვითარების დაფინანსების ცხრილი (ლარებით)

 

დასახელება

2012 წ.

2013 წ.

2014 წ.

2015 წ.

2016 წ.

სრკ-ის საბაზო საპროგრამო დაფინანსება

4 000 000

4 200 000

4 300 000

5 000 000

500 000

7-კაცა ნაკრების მზადება(სრკ-ი ს დამატებითი დაფინანსება)

 

500 000

500 000

500 000

 

 

 

მსოფლიო თასის წელი(სრკ-ი ს დამატებითი დაფინანსება)

 

 

 

1 000 000

 

ჯამური წლიური დაფინანსება

4 000 000

4 700 000

4 800 000

6 500 000

500 000

 

 სულ

20 500 000.