ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I-ლი კლასის შენობა ნაგებობათა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №21
2011 წლის 27 დეკემბერი
ქ. ტყიბული
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I-ლი კლასის შენობა-ნაგებობათა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ ჟ“ ქვეპუნქტის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე და 66-ე მუხლების შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე და საქართველოს მთავრობის დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით შესაძლებელია ტყიბულის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.
მუხლი 2.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებისა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის უფლებამოსილება მიენიჭოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელს.
მუხლი 3.
დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია აღადგინოს სამუშაოების წარმოებისათვის გამოყენებულ ტერიტორიაზე საფარი ან/და მოიყვანოს იგი პირვანდელ მდგომარეობაში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის შეტყობინებიდან ათი კალენდარული დღის ვადაში, ხოლო თუ სამუშაოთა სირთულის გამო ამ ვადაში შეუძლებელია ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგინოს მოტივირებულ, წერილობითი შეტყობინება სამუშაოების დამატებით, არა უმეტეს ათ კალენდარულ დღეში განხორციელების შესახებ.
მუხლი 4.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. ქათამაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I-ლი კლასის შენობა ნაგებობათა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I-ლი კლასის შენობა ნაგებობათა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.12.2011.
- როდის იქნა მიღებული „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I-ლი კლასის შენობა ნაგებობათა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ“?
- „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I-ლი კლასის შენობა ნაგებობათა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ“ მიღებულია 27.12.2011. მიმღები ორგანო — ტყიბულის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №21. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.125.016042.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I-ლი კლასის შენობა ნაგებობათა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I-ლი კლასის შენობა ნაგებობათა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.12.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I-ლი კლასის შენობა ნაგებობათა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ“, №21, 27.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.125.016042 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1539309/