I-ლი კლასის შენობა-ნაგებობათა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 7
201 2 წლის 3 თებერვალი
ქ. ქარელი
I-ლი კლასის შენობა-ნაგებობათა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე და 66-ე მუხლების შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე და საქართველოს მთავრობის დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით შესაძლებელია ქარელის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.
მუხლი 2. ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებისა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის უფლებამოსილება მიენიჭოს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურს.
მუხლი 3. ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია აღადგინოს სამუშაოების წარმოებისათვის გამოყენებულ ტერიტორიაზე საფარი ან/და მოიყვ ა ნოს იგი პირვანდელ მდგომარეობაში, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურს სამსახურისთვის შეტყობინებიდან ათი კალენდარული დღის ვადაში, ხოლო თუ სამუშაოთა სირთულის გამო ამ ვადაში შეუძლებელია ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურს წარუდგინოს მოტივირებული წერილობითი შეტყობინება სამუშაოების დამატებით, არა უმეტეს ათ კალენდარულ დღეში, განხორციელების შესახებ.
მუხლი 4 . ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე პ . ღვინიაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „I-ლი კლასის შენობა-ნაგებობათა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „I-ლი კლასის შენობა-ნაგებობათა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.04.2012.
- როდის იქნა მიღებული „I-ლი კლასის შენობა-ნაგებობათა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ“?
- „I-ლი კლასის შენობა-ნაგებობათა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ“ მიღებულია 03.02.2012. მიმღები ორგანო — ქარელის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №7. სარეგისტრაციო კოდი — 330130000.35.144.016079.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „I-ლი კლასის შენობა-ნაგებობათა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 06.04.2012-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „I-ლი კლასის შენობა-ნაგებობათა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „I-ლი კლასის შენობა-ნაგებობათა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.04.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „I-ლი კლასის შენობა-ნაგებობათა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ“, №7, 03.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.144.016079 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.04.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1577160/