თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1-ლი კლასის შენობა - ნაგებობათა ხაზობრივი ნაგებობების კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.163.016242
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №3

2015 წლის 30 იანვარი

ქ. თელავი

 

თვითმმართველი თემის  თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1-ლი კლასის შენობა-ნაგებობათა ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნტის „ვ“ ქვეპუნტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 

 


მუხლი 1
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა ხაზობრივი ნაგებობების კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის (შემდგომ ტექსტში – თელავის მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე შესაძლებელია „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით.
მუხლი 2
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებისა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის უფლებამოსილება მიენიჭოს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურს.
მუხლი 3
ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში სამუშაოების წარმოებისათვის გამოყენებული ტერიტორია მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში. თუ სამუშაოთა სირთულის გამო ამ ვადაში შეუძლებელია გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურს წარუდგინოს მოტივირებული წერილობითი შეტყობინება სამუშაოების დამატებით არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარულ დღეში განხორციელების შესახებ.
მუხლი 4
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1-ლი კლასის შენობა - ნაგებობათა ხაზობრივი ნაგებობების კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1-ლი კლასის შენობა - ნაგებობათა ხაზობრივი ნაგებობების კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.01.2015.
როდის იქნა მიღებული „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1-ლი კლასის შენობა - ნაგებობათა ხაზობრივი ნაგებობების კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ“?
„თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1-ლი კლასის შენობა - ნაგებობათა ხაზობრივი ნაგებობების კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ“ მიღებულია 30.01.2015. მიმღები ორგანო — თელავის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №3. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.163.016242.
რამდენი მუხლისგან შედგება „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1-ლი კლასის შენობა - ნაგებობათა ხაზობრივი ნაგებობების კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1-ლი კლასის შენობა - ნაგებობათა ხაზობრივი ნაგებობების კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.01.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1-ლი კლასის შენობა - ნაგებობათა ხაზობრივი ნაგებობების კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ“, №3, 30.01.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016242 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.01.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2707757/