1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზაში დაცული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე, უფლებამოსილი პირის მოთხოვნით გასცემს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობას.
2. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა ივსება საქართველოს სახელმწიფო ენაზე, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში შეიძლება შეივსოს უცხოურ ენაზე.
საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №418 – ვებგვერდი, 13.04.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.03.2021-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (28.12.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 6. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა 1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზაში დაცული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე, უფლებამოსილი პირის მოთხოვნით გასცემს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობას. 2. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა იბეჭდება და ივსება საქართველოს სახელმწიფო ენაზე, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით ან ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგეანისაზღვრულ შემთხვევებში სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება დაიბეჭდოს ან/და შეივსოს უცხოურ ენაზე.
…გადაწყვიტა მოცემული დავა. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს ი. ო-ისა და ზ. ბ-ის ქორწინების მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის აქტის კანონიერება და ქორწინების მოწმობის გაცემა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის 6.1 მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზაში დაცული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის…
…მოწმობის გაცემაზე უარი ეთქვა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2016 წლის 26 ოქტომბრის N0--------/გ გადაწყვეტილებაში მიუთითა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და მე-6 მუხლებზე და განმარტა, რომ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ი---- ო--–---–ისა და აწ გარდაცვლილი ზ----------–----ის ქორწინების აქტის ჩანაწერი არ იძებნება, რის გამოც…