„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№495
სარეგისტრაციო კოდი
200250000.10.003.016655
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №495

2011 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების 111მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 111

 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 31-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისგან თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულების მქონე ის პირი, რომელიც 2012 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირად. ამასთან, აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირს აქვს მხოლოდ ერთხელ, ერთი საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციისას.

2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 31-ე გრაფით გათვალისწინებულ ი მომსახურება არ გულისხმობს საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელზე უკვე რეგისტრირებული GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატი ს სხვა პირზე რეგისტრაციას.“.

2. დადგენილებით დამტკიცებულ „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებსა და მათ განაკვეთებს“:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის96-ე გრაფა:

 

„96

წამახალისებელი გათამაშების თამაშობის ზოგადი წესის შეთანხმება

 

10 000 ლარი“;

 

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის97-ე გრაფა:

 

„97

დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გამოწერის უფლებამოსილი პირის სტიკერით უზრუნველყოფა

 

 

ერთი სტიკერი – 0.35 ლარი“.

 

 მუხლი 2. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი – 2012 წლის 3 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                             ნ. გილაური