1. იურიდიული დახმარების საბჭოს 3 წევრს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ღია კონკურსის წესით ირჩევს აღმასრულებელი საბჭო. იურიდიული დახმარების საბჭოს წევრად უნდა შეირჩეს მაღალი რეპუტაციის მქონე ადვოკატი, რომელსაც აქვს საადვოკატო საქმიანობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

2. (ამოღებულია - 22.02.2018, №1972).

3. თუ კენჭისყრის შედეგად ხმათა საჭირო რაოდენობა ასარჩევზე ნაკლები რაოდენობის კანდიდატმა მიიღო, იმ კანდიდატებს, რომლებმაც ვერ მიიღეს ხმათა საჭირო რაოდენობა, ხელახლა ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. ამასთანავე, კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა არ უნდა იყოს კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 1/3-ზე ნაკლები.

4. თუ კენჭისყრის შედეგად ხმათა საჭირო რაოდენობა ასარჩევზე მეტი რაოდენობის კანდიდატმა მიიღო, არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად.

საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1780 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 22 თებერვლის კანონი №1972 – ვებგვერდი, 26.02.2018წ.

საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1375 – ვებგვერდი, 05.03.2026წ.

[მუხლი 26
1
. (ამოღებულია)
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)]

საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1375 – ვებგვერდი, 05.03.2026