1. სამკვიდრო მოწმობის გაცემისათვის საზღაური გამოიანგარიშება სამკვიდროს ღირებულებიდან.
2. რამდენიმე მემკვიდრის არსებობის შემთხვევაში საზღაური გამოიანგარიშება თითოეული მემკვიდრის წილის პროპორციულად.
3. მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ და ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დარჩენილ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემისათვის საზღაური გამოიანგარიშება მხოლოდ ქონების იმ ნაწილის ღირებულებიდან, რომელზეც გაიცემა სამკვიდრო მოწმობა (ღირებულება დგინდება საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით).
4. ფასიან ქაღალდებზე (ობლიგაცია, თამასუქი, ჩეკი, აქცია) სამკვიდრო მოწმობათა გაცემისა და მათთან დაკავშირებულ გარიგებათა დამოწმებისათვის საზღაური გამოიანგარიშება ფასიანი ქაღალდების ღირებულებიდან. თუ ფასიანი ქაღალდების საბაზრო ფასის დადგენა შეუძლებელია, მხედველობაში მიიღება მათი ნომინალური ღირებულება.
5. სამკვიდრო ქონების დაცვასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულებისათვის საზღაური გამოიანგარიშება დაცული სამკვიდრო ქონების ღირებულების 15%-იდან.
6. სამკვიდროს მმართველის დანიშვნის მოწმობის გაცემისათვის, სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის თაობაზე მოწმობის გაცემისათვის, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების/სამკვიდრო მოწმობის გაუქმებისათვის საზღაური განისაზღვრება 10 ლარის ოდენობით
სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 30.05.2022
მუხლი 18. საზღაური სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებული მოქმედებებისათვის
თავი II — გარიგების ღირებულება
მთავარი მონაცემები
- თანხა 10 ლარის
- განაკვეთი 15%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 9. გარიგების ღირებულება უძრავი ნივთის გაყოფის, მისი ნაწილების შეერთების და უძრავი ნივთების გაერთიანებისას
- მუხლი 10. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად დადებული გარიგების ღირებულება
- მუხლი 11. სერვიტუტთან დაკავშირებული გარიგების ღირებულება
- მუხლი 12. სარგებლობისა და ფლობის უფლებებთან დაკავშირებული გარიგების ღირებულება
- მუხლი 15. მოთხოვნათა დათმობის შესახებ გარიგების ღირებულება
- მუხლი 17. საერთო საკუთრებასთან დაკავშირებული გარიგების ღირებულება
- მუხლი 19. სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებისათვის საზღაურის ოდენობა
- მუხლი 20. საზღაური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, პარტიის შექმნასთან ან რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებისათვის
- მუხლი 21. სამეწარმეო იურიდიული პირის მართვის ორგანოს კრების ოქმის შედგენისათვის საზღაურის ოდენობა
- მუხლი 22. საზღაური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების ოქმის შედგენისათვის
- მუხლი 23. გარიგების ღირებულების საფუძველზე დადგენილი საზღაურის განაკვეთები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 18, №507, 29.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 170050000.10.003.016667 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1549252/muxli-18/