1. საზღაური ამ წესის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განაკვეთების ნახევარი ოდენობით გადაიხდევინება შემდეგი მოქმედებების შესრულებისათვის:
ა) საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა, მაგრამ არა უმეტეს 10 ლარისა;
ბ) სამკვიდრო მოწმობის გაცემა;
გ) სამკვიდრო ქონების დაცვასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება, მაგრამ არანაკლებ 10 ლარისა.
2. საზღაური ამ წესის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განაკვეთების მეოთხედი ოდენობით გადაიხდევინება შემდეგი მოქმედებების შესრულებისათვის:
ა) ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფასეულობების დეპოზიტზე მიღება, მაგრამ ყოველი თვისათვის არანაკლებ 4 ლარისა;
ბ) საჯარო რეესტრში გირავნობის უფლებისათვის მინიჭებული რიგითობის შეცვლასთან დაკავშირებული გარიგების დამოწმება, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა;
გ) საჯარო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ განცხადების დამოწმება, მაგრამ არანაკლებ 4 ლარისა.
3. ფულის დეპოზიტზე მიღების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი საზღაურის გარდა, ნოტარიუსის საზღაურია ასევე დეპოზიტზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის მთლიანი ოდენობა