1. პირი, რომლის თხოვნითაც სრულდება სანოტარო მოქმედება, ვალდებულია აანაზღაუროს სანოტარო მომსახურებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სატელეფონო კავშირის, ფაქსის, ტელეფაქსის, საფოსტო გზავნილების, სატრანსპორტო, სანოტარო მოქმედების შესასრულებლად აუცილებელი დოკუმენტებისა და ინფორმაციის გამოთხოვის, აგრეთვე სანოტარო მომსახურების შედეგად დამოწმებული დოკუმენტის ან/და უფლების რეგისტრაციის ხარჯები. ეს მომსახურება გაიწევა პირთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.
2. თუ სანოტარო მოქმედება შესრულებულია სანოტარო ბიუროს გარეთ, საზღაურს ემატება ნოტარიუსსა და დაინტერესებულ პირს შორის შეთანხმებით განსაზღვრული თანხა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 20 ლარს.
3. თუ დამკვეთის მოთხოვნით გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურება ხდება დახარჯული დროის შესაბამისად, ნახევარ საათამდე დახარჯული დრო მრგვალდება ნახევარ საათად, ხოლო ნახევრიდან ერთ საათამდე დახარჯული დრო – ერთ საათად.
4. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება სამეწარმეო იურიდიული პირის მართვის ორგანოს კრების ოქმის შედგენაზ
სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 30.05.2022
მუხლი 34. სანოტარო მოქმედებათა შესასრულებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურება
თავი V — სანოტარო მოქმედებასთან დაკავშირებული ტექნიკური სამუშაოსა და სხვა ხარჯების ანაზღაურების წესი
მთავარი მონაცემები
- თანხა 20 ლარს
მეზობელი მუხლები
- მუხლი 26. საზღაური სახელმწიფო ქონების პრივატიზების ხელშეკრულების დამოწმებისათვის
- მუხლი 28. საზღაური გარიგების გაუქმების (მოშლის) დამოწმებისათვის
- მუხლი 29. საზღაური სხვა სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის
- მუხლი 30. საზღაური გარიგების პროექტის შედგენისათვის
- მუხლი 31. საზღაურის მყარი განაკვეთებით ანაზღაურებადი სანოტარო მოქმედებები
- მუხლი 33. საზღაური სამართლებრივი კონსულტაციისათვის
- მუხლი 35. საზღაური ასლის დამზადებისათვის
- მუხლი 37. ნოტარიუსის მიერ გადახდევინებული საზღაურის დაბრუნების წესი და მისი პასუხისმგებლობა
- მუხლი 38. საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის განკუთვნილი საფასური
- მუხლი 39. სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის საფასური
- მუხლი 41. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული ვადები და საფასურის ოდენობები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 34, №507, 29.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 170050000.10.003.016667 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1549252/muxli-34/