1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებულია შემდეგი ვადები და განსაზღვრულია საფასურის შემდეგი ოდენობები:
ა) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული სანოტარო დოკუმენტების დამოწმებული ასლების გაცემა 4 სამუშაო დღის ვადაში – 10 ლარი;
ბ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დოკუმენტებისა და მათი შინაარსის შესახებ ინფორმაციის/ცნობის ან დოკუმენტების არარსებობის, სანოტარო მოქმედების შეუსრულებლობის თაობაზე ინფორმაციის/ცნობის გაცემა 4 სამუშაო დღის ვადაში – 10 ლარი; ამასთანავე, თუ ინფორმაცია/ცნობა შეიცავს რამდენიმე ნოტარიუსის არქივში დაცული დოკუმენტების შესახებ ინფორმაციას, საფასურის ოდენობა იზრდება შესაბამისი ჯერადობით;
გ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დოკუმენტების ასლების დამზადება 4 სამუშაო დღის ვადაში – 0,5 ლარი თითოეული გვერდისათვის.
2. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა დაჩქარებულ მომსახურებას ახორციელებს შემდეგ ვადებში და შემდეგი ოდენობის საფასურით:
ა) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული სანოტარო დოკუმენტების დამოწმებული ასლების გაცემა: განცხადების შეტანის დღეს (სამუშაო დღის ვადაში) – 30 ლარი, განცხადების შეტანიდან ერთ სამუშაო დღეში – 20 ლარი;
ბ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დოკუმენტებისა და მათი შინაარსის შესახებ ინფორმაციის/ცნობის გაცემა: განცხადების შეტანის დღეს (სამუშაო დღის ვადაში) – 30 ლარი, განცხადების შეტანიდან ერთ სამუშაო დღეში – 20 ლარი;
გ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დოკუმენტების ასლების დამზადება განცხადების შეტანის დღეს (სამუშაო დღის ვადაში) – 5 ლარს დამატებული 0.5 ლარი თითოეული გვერდისათვის.
3. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია საბიუჯეტო დაწესებულებებისათვის გაწეული მომსახურება, აგრეთვე ნოტარიუსის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია/ცნობა, დოკუმენტის ასლის დამოწმება
სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 30.05.2022
მუხლი 41. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული ვადები და საფასურის ოდენობები
თავი VII — საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობა, მომსახურების ვადები და საფასურის გადახდევინების წესი
მთავარი მონაცემები
- ვადა 4 სამუშაო დღის ვადაში
- თანხა 10 ლარი
- თანხა 0,5 ლარი
- თანხა 30 ლარი
- თანხა 20 ლარი
- თანხა 5 ლარს
- თანხა 0.5 ლარი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 31. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის შემადგენლობა
- მუხლი 34. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრების მოწვევა და გადაწყვეტილების მიღება
- მუხლი 241. ნოტარიუსის მიერ შრომითი ხელშეკრულების დადება
- მუხლი 33. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის უფლებამოსილებანი
- მუხლი 37. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის კომპეტენცია
- მუხლი 8. ნოტარიუსის ვალდებულებანი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 33. საზღაური სამართლებრივი კონსულტაციისათვის
- მუხლი 34. სანოტარო მოქმედებათა შესასრულებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურება
- მუხლი 35. საზღაური ასლის დამზადებისათვის
- მუხლი 37. ნოტარიუსის მიერ გადახდევინებული საზღაურის დაბრუნების წესი და მისი პასუხისმგებლობა
- მუხლი 38. საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის განკუთვნილი საფასური
- მუხლი 39. სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის საფასური
- მუხლი 42. საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის გადახდილი საფასურის დაბრუნება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 41, №507, 29.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 170050000.10.003.016667 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1549252/muxli-41/