1. არასახელმწიფო მუზეუმი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს თავისი კუთვნილი სამუზეუმო ექსპონატების ყოველმხრივი დაცვა;
ბ) უზრუნველყოს სამუზეუმო ექსპონატებთან სამუზეუმო საქმის სპეციალისტების დაშვება მათი მდგომარეობის შემოწმების მიზნით;
გ) სახელმწიფო რეესტრში შესატანად წარმოადგინოს სრული ინფორმაცია სამუზეუმო ექსპონატის შესახებ;
დ) დადგენილ ვადაში აცნობოს სამინისტროს სამუზეუმო ექსპონატის გასხვისების შესახებ;
ე) უზრუნველყოს სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება.
2. მუზეუმის ფონდში შეტანილი ექსპონატის გადაცემისას ან რაიმე სხვა ფორმით გასხვისებისას ექსპონატის მიმღები კისრულობს მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ ყველა ვალდებულებას, რომელიც ჰქონდა ექსპონატის მესაკუთრეს.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1625 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3045 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №377 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
თავი IV. სამუზეუმო ექსპონატის დაცვის უზრუნველყო
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.03.2021-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 16.03.2021 კანონი №377
- 05.07.2018 კანონი №3045
- 07.12.2017 კანონი №1625
წინა რედაქცია (11.07.2001 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 19. არასახელმწიფო მუზეუმის მოვალეობები 1. არასახელმწიფო მუზეუმი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს თავისი კუთვნილი სამუზეუმო ექსპონატების ყოველმხრივი დაცვა; ბ) უზრუნველყოს სამუზეუმო ექსპონატებთან სამუზეუმო საქმის სპეციალისტების დაშვება მათი მდგომარეობის შემოწმების მიზნით; გ) სახელმწიფო რეესტრში შესატანად წარმოადგინოს სრული ინფორმაცია სამუზეუმო ექსპონატის შესახებ; დ) დადგენილ ვადებაში აცნობოს საქართველოს კულტურის სამინისტროს სამუზეუმო ექსპონატის გასხვისების შესახებ; ე) უზრუნველყოს სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება. 2. მუზეუმის ფონდში შეტანილი ექსპონატის გადაცემისას ან რაიმე სხვა ფორმით გასხვისებისას ექსპონატის მიმღები კისრულობს მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ ყველა ვალდებულებას, რომელიც ჰქონდა ექსპონატის მესაკუთრეს. თავი IV. სამუზეუმო ექსპონატის დაცვის უზრუნველყოფა