„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.01.2012 ძალადაკარგული 23.03.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
390050010.10.003.016674
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №1

2012 წლის 4 იანვარი

ქ. თბილისი

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, 2010 წ., მუხ. 1533) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 29-ე პუნქტი:

„29. ხე-ტყის დატვირთვის ადგილი – ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის , ხე -ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის , ტყითსარგებლობის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების მფლობელისათვის ან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე სხვა (გარდა სოციალური ჭრისა) ტყითმოსარგებლისათვის საქართველოს ტყის ფონდში საქმიანობის განსახორციელებლად გადაცემული სამოქმედო ტერიტორიის კონკრეტული ადგილმდებარეობა, სადაც უნდა განხორციელდეს ხე-ტყის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა.“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ ) ხე -ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება .“.

3. მე-8 მუხლის:

ა) მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ ) ტყეკაფამდე მისასვლელი არსებული სატყეო-სამეურნეო და მორსათრევი გზები ;“;

ბ) მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ხე-ტყის დატვირთვის ადგილი („დასატვირთი ბაქანი“)GPSკოორდინატის მითითებით.“;

გ) 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. სოციალური ჭრების ფარგლებში ტყეკაფის მონიშვნის მასალების მონაცემთა ერთიან ბაზაში ასახვა დადგენილი წესით ხორციელდება შესაბამისი მართვის ორგანოს მიერ. ამ შემთხვევაში ტყეკაფი გამოიყოფა ტყეკაფის პასპორტის გამოწერით , რომელიც ხელმოწერით დასტურდება მართვის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ .“.

4. მე -10მუხლის მე -20პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„20 . სოციალურ ჭრებში არ მოინიშნება წითელი ნუსხით დაცული მერქნიანი მცენარეები , გარდა ბუნებრივად მოთხრილ -მოტეხილი , ფაუტი, ზეხმელი და ხმობადი მერქნიანი მცენარეებისა, რომლებიც მართვის ორგანოს მიერ მოინიშნება ამ წესის შესაბამისად. ამ შემთხვევაში ტყეკაფი გამოიყოფა მართვის ორგანოს ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლის შემდეგ ხორციელდება ამ წესის მე-8 მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებული პროცედურები.“.

5 . №4 დანართის №8 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„8

ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება

მომსახურების საფასური

(დღგ-ის ჩათვლით)

 ლარობით

 

8.1

1 კუბური მეტრი ხე-ტყისათვის

3 ლარი.“.

 

 

 

 

 

 

     მუხლი 2. გარდამავალი დებულება

იმ შემთხვევაში, თუ ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის , ხე -ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის , ტყითსარგებლობის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების ან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ამ დადგენილების ამოქმედებამდე გამოყოფილი ტყეკაფის მასალები არ ითვალისწინებს ხე-ტყის დატვირთვის ადგილის მითითებას (გარდა სოციალური ჭრისა), სავალდებულოა, რომ 2012 წლის 1 აპრილამდე შესაბამის მართვის ორგანოში წარდგენილ იქნეს ინფორმაცია – აუთვისებელი ტყეკაფების ადგილმდებარეობის ნახაზი (აბრისი) მასშტაბით1 :10000ან1 :25000 , რომელზეც, „ტყითსარგებლობის წესით“ დადგენილ სხვა ინფორმაციასთან ერთად, ასევე დატანილი უნდა იქნეს ხე-ტყის დატვირთვის ადგილი GPS კოორდინატის მითითებით.

  მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ -მინისტრი                          ნ . გილაური