გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება№9
2012წლის 20 იანვარი
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის„მ“ქვეპუნქტის და„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ”საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის25 -ე მუხლის შესაბამისად,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა :
მუხლი 1
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემდეგი განაკვეთები:
ა) კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15000 (თხუ თ მეტი ათასი) ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1500 (ათას ხუთასი) ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში 30000 (ოცდაათი ათასი) ლარი;
ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არა უმეტეს 15%;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტების გარეთ განთავსებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1000 (ათასი) ლარი.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011წლის 29დეკემბრის„გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ“ №49დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №14) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ფეიქრიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.03.2013.
- როდის იქნა მიღებული „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ“?
- „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 20.01.2012. მიმღები ორგანო — გარდაბნის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 200230000.35.161.016081.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 11.03.2013-დან.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.03.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ“, №9, 20.01.2012, სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.161.016081 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1564520/