გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 |
|
2013 წლის 11 მარტი ქ. გარდაბანი |
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემდეგი განაკვეთები:
1. კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი; 2. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1500 (ათას ხუთასი) ლარი; 3. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%; 4. სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში 30000 (ოცდაათი ათასი) ლარი; 5. ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არა უმეტეს 15%; 6. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტების გარეთ განთავსებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1000 (ათასი) ლარი. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201
2 წლის 2
0 იანვრის „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ“ №9დადგენილება.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 4 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.03.2014.
- როდის იქნა მიღებული „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ“?
- „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 11.03.2013. მიმღები ორგანო — გარდაბნის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №8. სარეგისტრაციო კოდი — 200230000.35.161.016122.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 07.03.2014-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.03.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ“, №8, 11.03.2013, სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.161.016122 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.03.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1867211/