„ხონის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 16 მაისის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2012 წლის18 იანვარი
ქ. ხონი
„ხონის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 16 მაისის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1. „ხონის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 16 მაისის №40 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებ ე ლი, რომლის განაკვეთების დიფერენცირება მო ხდე ს სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრ ოს:
1) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარი ს ოდენობით;
2) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 800 ლარი ს ოდენობით;
3) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
4) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარი ს ოდენობით;
5)ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 15%-ის ოდენობით;
6)აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3 000 ლარი ს ოდენობით;“.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გელენიძე