2.1. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი არის დავების განმხილველი დაწესებულება, რომელიც კანონით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს პირებს შორის წამოჭრილ კერძო ხასიათის ქონებრივ დავას, მოქმედი კანონმდებლობის და დებულებით დადგენილი წესების მიხედვით, თუ საარბიტრაჟო განხილვის მონაწილე მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2.2. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ხელმძღვანელობს დებულების იმ რედაქციით, რომელიც მოქმედებს შესაბამისი საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების ჩატარების დროს.
2.3. დავის სწრაფად და ობიექტურად გადაწყვეტის ინტერესებიდან გამომდინარე, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე (არბიტრაჟი) უფლებამოსილია განახორციელოს კანონითა და დებულებით აუკრძალავი ან პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი საპროცესო მოქმედება. არბიტრაჟი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმის განხილვის პროცედურებით. დებულებით გაუთვალისწინებელი საკითხის გადაწყვეტისას არბიტრაჟი ხელმძღვანელობს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი დებულებებით, ანალოგიის წესით.
2.4. მხარეთა შეთანხმება, რომელიც ადგენს დებულებით დადგენილი საქმის განხილვისა და სხვა საკითხების გადაწყვეტის განსხვავებულ წესს, არბიტრაჟისათვის სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი შეთანხმების უფლება მხარეებს მინიჭებული აქვთ კანონით.
2.5. მხარეები იწყებენ დავის წარმოებას მუდმივმოქმედ არბიტრაჟში, დებულებაში და კანონში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, საარბიტრაჟო სარჩელის შეტანის გზით.
2.6. მხარეებს შეუძლიათ საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ დროს საქმე დაამთავრონ მორიგებით. საარბიტრაჟო მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას საარბიტრაჟო სარჩელზე, ხოლო მეორე მხარეს – ცნოს საარბიტრაჟო სარჩელი.
2.7. საარბიტრაჟო დავის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
2.8. მხარეებს უფლება აქვთ მათთვის კანონით და ამ დებულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელების უფლება გადასცენ მესამე პირებს.
2.9 სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებამონაცვლეობის დროს უფლებამონაცვლე ხდება ასევე საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2.10. ერთ-ერთი მხარის გარდაცვალება ან ლიკვიდაცია არ იწვევს სარბიტრაჟო შეთანხმების გაუქმებას ან უკვე დანიშნული არბიტრების შეცვლას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2.11. საქმის გარემოებათა გასარკვევად არბიტრაჟს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.
2.12. მხარეებს, აგრეთვე არბიტრაჟს, უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2.13. არბიტრი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს მხარეთა ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრული საარბიტრაჟო განხილვის პროცედურით, კანონის მოთხოვნათა დაცვით. რაიმე ზემოქმედება არბიტრზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებისას დაუშვებელია.
2.14. თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, არბიტრაჟი იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი კანონიც არ არსებობს, არბიტრაჟი ემყარება საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია)
შპს “თბილისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის“ დებულება · რედაქცია 26.01.2012
მუხლი 2. ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. დებულებაში გამოყენებული ტერმინების განმარტება
- მუხლი 3. საარბიტრაჟო შეთანხმება, არბიტრაჟის კომპეტენცია
- მუხლი 4. არბიტრაჟის შემადგენლობა, აცილება
- მუხლი 5. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯები, დავის საგნის ღირებულება
- მუხლი 6. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადები
- მუხლი 7. საარბიტრაჟო შეტყობინება და დაბარება
- მუხლი 8. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
- მუხლი 9. მხარეთა საარბიტრაჟო-საპროცესო ქმედუნარიანობა
- მუხლი 10. საარბიტრაჟო განხილვის დაწყება და საარბიტრაჟო სარჩელი
- მუხლი 11. საარბიტრაჟო განხილვის ფორმა და მხარეთა გამოუცხადებლობა
- მუხლი 12. საარბიტრაჟო განხილვა
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს “თბილისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის“ დებულება“, მუხლი 2, №0, 26.01.2012 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1568132/muxli-2/