„შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1107
სარეგისტრაციო კოდი
040.040.030.05.001.000.991
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 30, 30/10/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24 (31), 1999 წელი, მუხ. 120) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში, მე-16 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-17 მუხლის პირველ პუნქტში რიცხვი „50“ შეიცვალოს რიცხვით „5“.

2. მე-7 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) არ არის შემოქმედებითი კავშირის წევრი, საჭიროების შემთხვევაში დგინდება პროფესიული რეკომენდაციით, რომელსაც გასცემს მხოლოდ შესაბამისი სფეროს შემოქმედებითი კავშირის კოლეგიური ორგანო. რეკომენდაციის გაცემის წესი განისაზღვრება კავშირის წესდებით, ხოლო მისი გაცემის საფუძველია მუშაკის პროფესიულ-შემოქმედებითი საქმიანობის დადებითი შეფასება.“.

3. მე-9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს შემოქმედებითი კავშირი – არანაკლებ 100 შემოქმედი მუშაკის ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომლის წესდებით გათვალისწინებული საქმიანობა ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;“.

4. მე-10 მუხლის პირველ პუნქტს სიტყვის „წევრთა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და კავშირში გაუწევრიანებელ შემოქმედ მუშაკთა“.

    მუხლი 2

ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებულმა საერთო-ეროვნულმა შემოქმედებითმა კავშირებმა თავიანთი სახელწოდება შეუსაბამონ საქართველოს კანონმდებლობას.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი        ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 12 ოქტომბერი

№1107–Iს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.10.2001.
როდის იქნა მიღებული „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
„შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 12.10.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1107. სარეგისტრაციო კოდი — 040.040.030.05.001.000.991.
სად არის „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.10.2001 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №1107, 12.10.2001, სარეგისტრაციო კოდი 040.040.030.05.001.000.991 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.10.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/15706/