სს „ფოთის გემთსაშენი“-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სს „ფოთის გემთსაშენის“ (ს/კ №215080604) გენერალური დირექტორი, საზოგადოების აქციონერებს აცნობებს, რომ 2012 წლის 22 თებერვალს, 15:00 სთ-ზე, მისამართზე ქ. ფოთი, დავითაიას ქ. №1 (სს „ფოთის გემთსაშენის“ იურიდიულ მისამართზე), გაიმართება საზოგადოების აქციონერთა საერთო კრება, სააღრიცხვო დღედ გამოცხადებულია 2012 წლის 26 იანვარი.

 

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი:

1. 2011 წლის წლიური საფინანსო შედეგების განხილვა.

2. საზოგადოების გენერალური დირექტორის ანგარიშის მოსმენა.

3. საზოგადოების ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით ღონისძიებების დაგეგმვა.

4. საზოგადოების მიერ ახალი კომპანიის (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების) დაარსება და მის საწესდებო კაპიტალში საზოგადოების კუთვნილი უძრავ/მოძრავი ქონების შეტანა.

5. საზოგადოების საწესდებო კაპიტალში ცვლილებების შეტანა.

სს „ფოთის გემთსაშენის“ გენერალური დირექტორი რეკომენდაციას უწევს საზოგადოების აქციონერებს, რათა მათ მხარი დაუჭირონ კრებაზე განსახილველ საკითხებს.

საზოგადოების აქციონერებმა, კრებაზე თავიანთი მონაწილეობის უფლება შეიძლება შეამოწმონ სს „ფოთის გემთსაშენის“ დამოუკიდებელ რეგისტრატორთან – შპს „კაპიტალ-რეგისტრთან“, მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 55, ტელ.: 2 23-03-84, ფაქსი: 2 22-74-47.

აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება კრების ჩატარების დღეს 1430სთ-ზე, დამთავრდება 1500სთ-ზე და იწარმოებს მისამართზე: ქ. ფოთი, დავითაიას ქ. №1 (სს „ფოთის გემთსაშენის“ იურიდიულ მისამართზე). საზოგადოების აქციონერებმა, რომლებიც არიან ფიზიკური პირები, თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იურიდიულ პირთა წარმომადგენლებმა უნდა წარმოადგინონ კრებაში მონაწილეობის შესახებ უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

სს „ფოთის გემთსაშენის“

გენერალური დირექტორი          ლ. ქოჩქიანი

ქ. ფოთი

2012 წლის 31 იანვარი