სს „ფოთის გემთსაშენი“-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „ფოთის გემთსაშენის“ (ს/კ №215080604) გენერალური დირექტორი, საზოგადოების აქციონერებს აცნობებს, რომ 2012 წლის 22 თებერვალს, 15:00 სთ-ზე, მისამართზე ქ. ფოთი, დავითაიას ქ. №1 (სს „ფოთის გემთსაშენის“ იურიდიულ მისამართზე), გაიმართება საზოგადოების აქციონერთა საერთო კრება, სააღრიცხვო დღედ გამოცხადებულია 2012 წლის 26 იანვარი.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. 2011 წლის წლიური საფინანსო შედეგების განხილვა.
2. საზოგადოების გენერალური დირექტორის ანგარიშის მოსმენა.
3. საზოგადოების ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით ღონისძიებების დაგეგმვა.
4. საზოგადოების მიერ ახალი კომპანიის (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების) დაარსება და მის საწესდებო კაპიტალში საზოგადოების კუთვნილი უძრავ/მოძრავი ქონების შეტანა.
5. საზოგადოების საწესდებო კაპიტალში ცვლილებების შეტანა.
სს „ფოთის გემთსაშენის“ გენერალური დირექტორი რეკომენდაციას უწევს საზოგადოების აქციონერებს, რათა მათ მხარი დაუჭირონ კრებაზე განსახილველ საკითხებს.
საზოგადოების აქციონერებმა, კრებაზე თავიანთი მონაწილეობის უფლება შეიძლება შეამოწმონ სს „ფოთის გემთსაშენის“ დამოუკიდებელ რეგისტრატორთან – შპს „კაპიტალ-რეგისტრთან“, მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 55, ტელ.: 2 23-03-84, ფაქსი: 2 22-74-47.
აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება კრების ჩატარების დღეს 1430სთ-ზე, დამთავრდება 1500სთ-ზე და იწარმოებს მისამართზე: ქ. ფოთი, დავითაიას ქ. №1 (სს „ფოთის გემთსაშენის“ იურიდიულ მისამართზე). საზოგადოების აქციონერებმა, რომლებიც არიან ფიზიკური პირები, თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იურიდიულ პირთა წარმომადგენლებმა უნდა წარმოადგინონ კრებაში მონაწილეობის შესახებ უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
გენერალური დირექტორი ლ. ქოჩქიანი
ქ. ფოთი
2012 წლის 31 იანვარი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „ფოთის გემთსაშენი“-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ“?
- დიახ, განცხადება „სს „ფოთის გემთსაშენი“-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.01.2012.
- როდის იქნა მიღებული „სს „ფოთის გემთსაშენი“-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ“?
- „სს „ფოთის გემთსაშენი“-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ“ მიღებულია 31.01.2012. მიმღები ორგანო — სს „ფოთის გემთსაშენი“. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „სს „ფოთის გემთსაშენი“-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.01.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „სს „ფოთის გემთსაშენი“-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ“, №0, 31.01.2012 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1571585/