საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (7)
შემდგომი ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ
ეს კანონი ადგენს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ საფუძვლებს, პრინციპებს და მის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას.
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი1.საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სტატუსი
1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა არის კორპორაციულად ორგანიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც აერთიანებს საქართველოს და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობათა შესაბამისად შექმნილ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა იურიდიული და ფიზიკური პირები საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ერთიანდებიან ნებაყოფლობით, საწევრო საწყისებზე.
3. სახელწოდების „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა“ გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანხმობით.
4. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა თავის საქმიანობას წარმართავს ამ კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. მისი მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა განთავსებულია ქ. თბილისში.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) „საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი“ – შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით აღიარებული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული სერტიფიკატი, რომლითაც განისაზღვრება საქონლის წარმოშობა;
ბ) „საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის დამოწმება“ – საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის დამოწმება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ, საამისოდ უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
გ) „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პირდაპირი წევრი“ – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში უშუალოდ გაწევრიანებული კერძო სამართლის იურიდიული ან ფიზიკური პირი.
მუხლი3.საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის პრინციპები
1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ამ კანონითა და პალატის წესდებით გათვალისწინებულ ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას აქვს საკუთარი ქონება და სამართლებრივ ურთიერთობებში გამოდის თავისი სახელით. პალატა და მისი წევრები პასუხს არ აგებენ ერთმანეთის ვალდებულებებზე.
3. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით ქონების გადაცემისათვის დადგენილი ნებისმიერი ფორმით (იჯარა, ქირავნობა, თხოვება, უზუფრუქტი და ა.შ.).
4. სახელმწიფო და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა პასუხს არ აგებენ ერთმანეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე.
მუხლი4.საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიზნები და ფუნქციები
1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიზნებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი მეწარმე სუბიექტების საქმიანობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;
ბ) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების საწარმოებს შორის სავაჭრო, სამრეწველო და სამეცნიერო-ტექნიკური კავშირების დამყარებისა და განვითარების ხელშეწყობა;
გ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სავაჭრო-სამრეწველო პალატების საქმიანობის კოორდინაცია.
2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ფუნქციებია:
ა) მეწარმეებისათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
ბ) მეწარმეთა პროფესიული განათლების დონისა და კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე სხვა სახის სწავლების, მათ შორის, საზღვარგარეთ, ორგანიზება;
გ) სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში, მათ შორის, საზღვარგარეთ, მეწარმეთა საერთო და ინდივიდუალური ინტერესების წარმოდგენა და დაცვა;
დ) ადგილობრივი საქონლის ექსპორტის ხელშეწყობა;
ე) გამოგონებების, სასარგებლო მოდელების, სამრეწველო ნიმუშების, სასაქონლო ნიშნების, საფირმო სახელწოდებებისა და მომსახურების დასახელებების დაპატენტებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადების ხელშეწყობა;
ვ) ადგილობრივი და საზღვარგარეთული საქონლის გამოფენების, საქმიანი წრეების შეხვედრების და სხვა ღონისძიებების გამართვა;
ზ) საქართველოში საინვესტიციო საქმიანობის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება;
თ) საქართველოს ბაზარზე არაჯანსაღი კონკურენციისა და მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აღკვეთის ღონისძიებების ხელშეწყობა;
ი) მეწარმეთა ხელშეწყობ ის მიზნით მთარგმნელობითი საქმიანობის განხორციელება;
კ) საზღვარგარეთის ქვეყნების ორგანიზაციებისა და საწარმოების მიერ საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას მათთვის საჭირო მომსახურების გაწევა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
ლ) პროდუქციის, მომსახურებისა და საქმიანი ინფორმაციის შესახებ საინფორმაციო სისტემებისა და ბანკების ფორმირება;
მ) მეწარმეთა ხელშეწყობა ბიზნესგეგმების მომზადებაში;
ნ) მეწარმეთა ხელშეწყობა საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებაში;
ო) საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა ამოცანების განხორციელება.
3. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი განაცხადის საფუძველზე ახორციელებს:
ა) საექსპორტო და იმპორტირებული საქონლის წარმოშობის სერტიფიკატების დამოწმებას;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტაციის გავლის შემდეგ ადგილობრივი და საზღვარგარეთული საქონლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ ექსპერტიზას და შეფასებას;
გ) საქართველოში მოქმედი სავაჭრო, საბაჟო და სანავსადგურო წესების შესახებ ინფორმაციის დამოწმებას;
დ) ფორსმაჟორისა და საგარეო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა გარემოებების დამოწმებას.
4. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი საფასური უნდა იყოს არადისკრიმინაციული და ხარჯებზე ორიენტირებული.
მუხლი 5.საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის უფლებები
1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკური და სხვა სახის საკითხების შესახებ კანონპროექტების შემუშავებასა და განხილვაში, განახორციელოს ეკონომიკის სფეროში მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტიზა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს განსახილველად წარუდგინოს წინადადებები;
ბ) ამ კანონითა და პალატის წესდებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებისას გაწეული მომსახურებისათვის სახელშეკრულებო საფუძველზე დააწესოს საფასური;
გ) ააშენოს, შეიძინოს და საქართველოს კანონმდებლობით ქონების გადაცემისათვის დადგენილი ნებისმიერი ფორმით მიიღოს პალატის საქმიანობისათვის საჭირო მოძრავი და უძრავი ქონება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;
დ) დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადოს გარიგებები და დააფუძნოს კერძო სამართლის სუბიექტები;
ე) წარმოადგინოს ადგილობრივ მეწარმეთა ინტერესები საერთაშორისო და საზღვარგარეთის ქვეყნების ორგანიზაციებში, ითანამშრომლოს მათთან და გახდეს მათი წევრი.
2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაძლებელია შეიქმნას სხვა სახის სავაჭრო-სამრეწველო პალატები (ერთობლივად დაფუძნებული, სპეციალური–დარგობრივი), რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის სფერო განისაზღვრება მათი დაფუძნების აქტებით.
მუხლი6.საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ფინანსები
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ფინანსები შედგება:
ა) საწევრო შენატანებისაგან;
ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობებისაგან;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებისაგან.
თავი II
საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატის მართვა
მუხლი7.საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანოები
1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანოები არიან:
ა) საერთო კრება;
ბ) პრეზიდენტი.
2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მართვის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება.
3. საერთო კრება მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ მაინც.
4. საერთო კრება ამ კანონითა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულებასთან ერთად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს.
5. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პირდაპირი წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატები საერთო კრებაზე წარმოდგენილნი არიან დელეგატების სახით, რომელთა არჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდებით.
მუხლი8. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები და გენერალური დირექტორი
1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის უმაღლესი თანამდებობის პირია პალატის პრეზიდენტი.
2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს ირჩევს საერთო კრება ღია, პირდაპირი კენჭისყრით, 4 წლის ვადით, დამსწრე დელეგატების ხმათა უმრავლესობით, პალატის წესდებით დადგენილი წესით.
3. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დელეგატთა ნახევარზე მეტი.
4. პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი.
5. ვიცე-პრეზიდენტებს ნიშნავს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთო კრება პრეზიდენტის წარდგინებით, დამსწრე დელეგატების ხმათა უმრავლესობით. ვიცე-პრეზიდენტები თავიანთ საქმიანობას წარმართავენ იმ სფეროში, რომელიც განსაზღვრულია პალატის წესდებით.
6. პალატის მიმდინარე საქმიანობას წარმართავს გენერალური დირექტორი, რომელსაც ნიშნავს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი. პრეზიდენტს უფლება აქვს საკუთარ უფლებამოსილებათა ნაწილი გადასცეს გენერალურ დირექტორს.
7. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანოებისა და ხელმძღვანელი პირების არჩევის (დანიშვნის) და კომპეტენციის საკითხები განისაზღვრება პალატის წესდებით, რომელიც მიიღება საერთო კრების მიერ.
მუხლი9.საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის შეწყვეტა
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის შეწყვეტა (რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია) ხდება საქართველოს კანონმდებლობითა და პალატის წესდებით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
თავი III
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონული სავაჭრო- სამრეწველო პალატები
მუხლი10.აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონული სავაჭრო- სამრეწველო პალატების შექმნა
1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატები არიან კორპორაციულად ორგანიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებშიც ნებაყოფლობით, საწევრო საწყისებზე ერთიანდებიან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირები.
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სავაჭრო-სამრეწველო პალატები იქმნება საქართველოს და შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობათა საფუძველზე, შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
3. რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატები იქმნება რეგიონული პრინციპის მიხედვით. ისინი თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ მოცემული ტერიტორიის ფარგლებში.
4. რეგიონული პალატა ფუძნდება კანონმდებლობის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საინიციატივო ჯგუფის წინადადებით, რომელშიც არანაკლებ 100 წევრია გაერთიანებული.
5. საინიციატივო ჯგუფი ატარებს კრებას და მის ოქმს 10 დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას.
6. საინიციატივო ჯგუფის კრებას ესწრება და მის ოქმს აწარმოებს ნოტარიუსი.
7. საინიციატივო ჯგუფის კრების ოქმის მიღებიდან 1 თვის ვადაში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის განცხადების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გამოსცემს ბრძანებას რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ.
8. რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ ბრძანების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში შესაბამის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში უნდა გაერთიანდეს არანაკლებ 100 წევრი, წინააღმდეგ შემთხვევაში დგება მისი ლიკვიდაციის საკითხი.
9. რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ ბრძანებით უნდა განისაზღვროს ამ პალატის მოქმედების ტერიტორიული ფარგლები და კომპეტენცია.
10. ერთსა და იმავე ტერიტორიაზე შეიძლება ფუნქციონირებდეს მხოლოდ ერთი რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატა.
11. რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატა თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდებისა და საკუთარი წესდების საფუძველზე.
12. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირები წევრიანდებიან აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ანდა რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, იურიდიული მისამართის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კერძო სამართლის იურიდიული და ფიზიკური პირები ხდებიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პირდაპირი წევრები.
13. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატების წევრები იმავდროულად არიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პირდაპირი წევრი საწევრო შენატანს იხდის მხოლოდ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, პალატის წესდებით დადგენილი წესითა და ოდენობით, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატების წევრები საწევრო შენატანს იხდიან შესაბამის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.
14. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდებით.
მუხლი 11. რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის შეწყვეტა
1. რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობა შეიძლება შეწყდეს რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის გზით.
2. რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის შეწყვეტა (რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია) ხდება საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდებით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
თავი IV
საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
მუხლი12. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.
თავი V
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი13. გარდამავალი დებულებანი
1. სავაჭრო-სამრეწველო პალატებმა, რომლებიც შექმნილია საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 30 მაისის №203 ბრძანებულების საფუძველზე, 6 თვის ვადაში უზრუნველყონ ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად ჩამოყალიბება და თავიანთი საქმიანობა შეუსაბამონ ამ კანონს და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონს.
2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ქონება, რომელსაც იგი ამ კანონის ამოქმედებამდე ფლობდა, განუყოფელია და არ შეიძლება განაწილდეს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებსა და მათ წევრებს შორის.
მუხლი14. დასკვნითი დებულება
1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 30 მაისის №203 ბრძანებულება „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატების შესახებ“.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2001 წლის 26 ოქტომბერი.
№1131-Iს
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ
საქართველოს კანონი
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ
ეს კანონი ადგენს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ საფუძვლებს, პრინციპებს და მის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას.
თავი
I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სტატუსი🔗
1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა არის კორპორაციულად ორგანიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც აერთიანებს საქართველოს და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობათა შესაბამისად შექმნილ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა იურიდიული და ფიზიკური პირები საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ერთიანდებიან ნებაყოფლობით, საწევრო საწყისებზე.
3. სახელწოდების „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა“ გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანხმობით.
4. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა თავის საქმიანობას წარმართავს ამ კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. მისი მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა განთავსებულია ქ. თბილისში.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) „საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი“ – შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით აღიარებული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული სერტიფიკატი, რომლითაც განისაზღვრება საქონლის წარმოშობა;
ბ) „საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის დამოწმება“ – საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის დამოწმება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ, საამისოდ უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
გ) „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პირდაპირი წევრი“ – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში უშუალოდ გაწევრიანებული კერძო სამართლის იურიდიული ან ფიზიკური პირი.
მუხლი 3. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის პრინციპები🔗
1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ამ კანონითა და პალატის წესდებით გათვალისწინებულ ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას აქვს საკუთარი ქონება და სამართლებრივ ურთიერთობებში გამოდის თავისი სახელით. პალატა და მისი წევრები პასუხს არ აგებენ ერთმანეთის ვალდებულებებზე.
3. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით ქონების გადაცემისათვის დადგენილი ნებისმიერი ფორმით (იჯარა, ქირავნობა, თხოვება, უზუფრუქტი და ა.შ.).
3. (ამოღებულია).
4. სახელმწიფო და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა პასუხს არ აგებენ ერთმანეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე.
საქართველოს 2003 წლის 28
მარტ
ის კანონი №
2037
- სსმ I, №
8
, 1
4
.0
4
.200
3
წ., მუხ.
46
საქართველოს 200
7
წლის
11
მაის
ის კანონი №
4736
- სსმ I, №
18
,22
.0
5
.200
7
წ., მუხ.
153
მუხლი 4. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიზნები და ფუნქციები🔗
1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიზნებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი მეწარმე სუბიექტების საქმიანობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;
ბ) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების საწარმოებს შორის სავაჭრო, სამრეწველო და სამეცნიერო-ტექნიკური კავშირების დამყარებისა და განვითარების ხელშეწყობა;
გ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სავაჭრო-სამრეწველო პალატების საქმიანობის კოორდინაცია.
2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ფუნქციებია:
ა) მეწარმეებისათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
ბ) მეწარმეთა პროფესიული განათლების დონისა და კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე სხვა სახის სწავლების, მათ შორის, საზღვარგარეთ, ორგანიზება;
გ) სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში, მათ შორის, საზღვარგარეთ, მეწარმეთა საერთო და ინდივიდუალური ინტერესების წარმოდგენა და დაცვა;
დ) ადგილობრივი საქონლის ექსპორტის ხელშეწყობა;
ე) გამოგონებების, სასარგებლო მოდელების, სამრეწველო ნიმუშების, სასაქონლო ნიშნების, საფირმო სახელწოდებებისა და მომსახურების დასახელებების დაპატენტებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადების ხელშეწყობა;
ვ) ადგილობრივი და საზღვარგარეთული საქონლის გამოფენების, საქმიანი წრეების შეხვედრების და სხვა ღონისძიებების გამართვა;
ზ) საქართველოში საინვესტიციო საქმიანობის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება;
თ) საქართველოს ბაზარზე არაჯანსაღი კონკურენციისა და მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აღკვეთის ღონისძიებების ხელშეწყობა;
თ) (ამოღებულია – 08.05.2012, №6152);
ი) მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით მთარგმნელობითი საქმიანობის განხორციელება;
კ) საზღვარგარეთის ქვეყნების ორგანიზაციებისა და საწარმოების მიერ საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას მათთვის საჭირო მომსახურების გაწევა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
ლ) პროდუქციის, მომსახურებისა და საქმიანი ინფორმაციის შესახებ საინფორმაციო სისტემებისა და ბანკების ფორმირება;
მ) მეწარმეთა ხელშეწყობა ბიზნესგეგმების მომზადებაში;
ნ) მეწარმეთა ხელშეწყობა საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებაში;
ო) საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა ამოცანების განხორციელება.
3. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი განაცხადის საფუძველზე ახორციელებს:
ა) საექსპორტო და იმპორტირებული საქონლის წარმოშობის სერტიფიკატების დამოწმებას;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტაციის გავლის შემდეგ ადგილობრივი და საზღვარგარეთული საქონლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ ექსპერტიზას და შეფასებას;
გ) საქართველოში მოქმედი სავაჭრო, საბაჟო და სანავსადგურო წესების შესახებ ინფორმაციის დამოწმებას;
გ) საქართველოში მოქმედი სავაჭრო, სანავსადგურო და საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების შესახებ ინფორმაციის დამოწმებას;
დ) ფორსმაჟორისა და საგარეო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა გარემოებების დამოწმებას.
4. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი საფასური უნდა იყოს არადისკრიმინაციული და ხარჯებზე ორიენტირებული.
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5965 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6152 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.
მუხლი 5. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის უფლებები🔗
1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკური და სხვა სახის საკითხების შესახებ კანონპროექტების შემუშავებასა და განხილვაში, განახორციელოს ეკონომიკის სფეროში მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტიზა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს განსახილველად წარუდგინოს წინადადებები;
ბ) ამ კანონითა და პალატის წესდებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებისას გაწეული მომსახურებისათვის სახელშეკრულებო საფუძველზე დააწესოს საფასური;
გ) ააშენოს, შეიძინოს და საქართველოს კანონმდებლობით ქონების გადაცემისათვის დადგენილი ნებისმიერი ფორმით მიიღოს პალატის საქმიანობისათვის საჭირო მოძრავი და უძრავი ქონება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;
დ) დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადოს გარიგებები და დააფუძნოს კერძო სამართლის სუბიექტები;
ე) წარმოადგინოს ადგილობრივ მეწარმეთა ინტერესები საერთაშორისო და საზღვარგარეთის ქვეყნების ორგანიზაციებში, ითანამშრომლოს მათთან და გახდეს მათი წევრი.
2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაძლებელია შეიქმნას სხვა სახის სავაჭრო-სამრეწველო პალატები (ერთობლივად დაფუძნებული, სპეციალური–დარგობრივი), რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის სფერო განისაზღვრება მათი დაფუძნების აქტებით.
მუხლი 6. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ფინანსები🔗
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ფინანსები შედგება:
ა) საწევრო შენატანებისაგან;
ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობებისაგან;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებისაგან.
თავი
II
საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატის მართვა
მუხლი 7. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანოები🔗
1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანოები არიან:
ა) საერთო კრება;
ბ) პრეზიდენტი.
2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მართვის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება.
3. საერთო კრება მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ მაინც.
4. საერთო კრება ამ კანონითა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულებასთან ერთად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს.
5. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პირდაპირი წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატები საერთო კრებაზე წარმოდგენილნი არიან დელეგატების სახით, რომელთა არჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდებით.
მუხლი 8. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები და გენერალური დირექტორი🔗
1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის უმაღლესი თანამდებობის პირია პალატის პრეზიდენტი.
2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს ირჩევს საერთო კრება ღია, პირდაპირი კენჭისყრით, 4 წლის ვადით, დამსწრე დელეგატების ხმათა უმრავლესობით, პალატის წესდებით დადგენილი წესით.
3. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დელეგატთა ნახევარზე მეტი.
4. პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი.
5. ვიცე-პრეზიდენტებს ნიშნავს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთო კრება პრეზიდენტის წარდგინებით, დამსწრე დელეგატების ხმათა უმრავლესობით. ვიცე-პრეზიდენტები თავიანთ საქმიანობას წარმართავენ იმ სფეროში, რომელიც განსაზღვრულია პალატის წესდებით.
6. პალატის მიმდინარე საქმიანობას წარმართავს გენერალური დირექტორი, რომელსაც ნიშნავს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი. პრეზიდენტს უფლება აქვს საკუთარ უფლებამოსილებათა ნაწილი გადასცეს გენერალურ დირექტორს.
7. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანოებისა და ხელმძღვანელი პირების არჩევის (დანიშვნის) და კომპეტენციის საკითხები განისაზღვრება პალატის წესდებით, რომელიც მიიღება საერთო კრების მიერ.
მუხლი 9. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის შეწყვეტა🔗
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის შეწყვეტა (რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია) ხდება საქართველოს კანონმდებლობითა და პალატის წესდებით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
თავი
III
აფხაზეთისა
და
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისდა
რეგიონული სავაჭრო- სამრეწველო პალატებიმუხლი 10. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონული სავაჭრო- სამრეწველო პალატების შექმნა🔗
1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატები არიან კორპორაციულად ორგანიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებშიც ნებაყოფლობით, საწევრო საწყისებზე ერთიანდებიან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირები.
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სავაჭრო-სამრეწველო პალატები იქმნება საქართველოს და შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობათა საფუძველზე, შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
3. რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატები იქმნება რეგიონული პრინციპის მიხედვით. ისინი თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ მოცემული ტერიტორიის ფარგლებში.
4. რეგიონული პალატა ფუძნდება კანონმდებლობის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საინიციატივო ჯგუფის წინადადებით, რომელშიც არანაკლებ 100 წევრია გაერთიანებული.
4. (ამოღებულია).
5. საინიციატივო ჯგუფი ატარებს კრებას და მის ოქმს 10 დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას.
5. (ამოღებულია).
6. საინიციატივო ჯგუფის კრებას ესწრება და მის ოქმს აწარმოებს ნოტარიუსი.
6. (ამოღებულია).
7. საინიციატივო ჯგუფის კრების ოქმის მიღებიდან 1 თვის ვადაში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის განცხადების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გამოსცემს ბრძანებას რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ.
7. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარდგინებით 1 თვის ვადაში გამოსცემს ბრძანებას რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ.
8. რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ ბრძანების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში შესაბამის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში უნდა გაერთიანდეს არანაკლებ 100 წევრი, წინააღმდეგ შემთხვევაში დგება მისი ლიკვიდაციის საკითხი.
8. რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ ბრძანების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში შესაბამის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში უნდა გაერთიანდეს არანაკლებ 100 წევრისა, წინააღმდეგ შემთხვევაში დგება რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის ლიკვიდაციის საკითხი.
9. რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ ბრძანებით უნდა განისაზღვროს ამ პალატის მოქმედების ტერიტორიული ფარგლები და კომპეტენცია.
10. ერთსა და იმავე ტერიტორიაზე შეიძლება ფუნქციონირებდეს მხოლოდ ერთი რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატა.
11. რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატა თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდებისა და საკუთარი წესდების საფუძველზე.
12. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირები წევრიანდებიან აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ანდა რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, იურიდიული მისამართის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კერძო სამართლის იურიდიული და ფიზიკური პირები ხდებიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პირდაპირი წევრები.
13. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატების წევრები იმავდროულად არიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პირდაპირი წევრი საწევრო შენატანს იხდის მხოლოდ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, პალატის წესდებით დადგენილი წესითა და ოდენობით, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატების წევრები საწევრო შენატანს იხდიან შესაბამის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.
14. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდებით.
საქართველოს 200
7
წლის
11
მაის
ის კანონი №
4736
- სსმ I, №
18
,22
.0
5
.200
7
წ., მუხ.
153
მუხლი 11. რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის შეწყვეტა🔗
1. რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობა შეიძლება შეწყდეს რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის გზით.
2. რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის შეწყვეტა (რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია) ხდება საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდებით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
თავი
IV
საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 12. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი🔗
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
თავი
V
საქართველოს 200
7
წლის
11
გარდამავალი
და
დასკვნითი დებულებანიმაის
ის კანონი №
4736
- სსმ I, №
18
,22
.0
5
.200
7
წ., მუხ.
153
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469 – ვებგვერდი, 01.04.2011წ.
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 13. გარდამავალი დებულებანი🔗
1. სავაჭრო-სამრეწველო პალატებმა, რომლებიც შექმნილია საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 30 მაისის №203 ბრძანებულების საფუძველზე, 6 თვის ვადაში უზრუნველყონ ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად ჩამოყალიბება და თავიანთი საქმიანობა შეუსაბამონ ამ კანონს და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონს.
2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ქონება, რომელსაც იგი ამ კანონის ამოქმედებამდე ფლობდა, განუყოფელია და არ შეიძლება განაწილდეს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებსა და მათ წევრებს შორის.
მუხლი 14. დასკვნითი დებულება🔗
1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 30 მაისის №203 ბრძანებულება „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატების შესახებ“.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,2001 წლის 26 ოქტომბერი.
№1131-Iს
№1131-Iს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2037 - სსმ I, №8, 14.04.2003 წ., მუხ.46
2. საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4736 - სსმ I, №18, 22.05.2007 წ., მუხ.153
3. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414
4. საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469 – ვებგვერდი, 01.04.2011წ.
5. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5965 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
6. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6152 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.
7.
ძალადაკარგულია
– საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის კანონი №6569 – ვებგვერდი, 10.07.2012წ.