შპს „დიჯიტელ-ელექტრონიქსი“-ს განცხადება აუქციონის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება აუქციონის გაუქმების შესახებ

ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №2/8020-09 განჩინების საფუძველზე დანიშნული შპს „დიჯიტელ-ელექტრონიქსის“ გაკოტრების მმართველი გიორგი ზედელაშვილი გაცნობებთ, რომ 2012 წლის 7 თებერვალს დანიშნული იყო პირველი აუქციონი შპს „დიჯიტელ-ელექტრონიქსის“ უძრავ-მოძრავ ქონებაზე. იმის გათვალისწინებით, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, 2012 წლის 1 თებერვლიდან აუქციონის ჩატარების უფლებამოსილება გადაეცა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, გაუქმდა 2012 წლის 7 თებერვალს 11 საათზე ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას 6, ბინა 36-ში დანიშნული აუქციონი შპს „დიჯიტელ-ელექტრონიქსის“ ქონების რეალიზაციაზე.

გაკოტრებისმმართველი

გ. ზედელაშვილი