თბილისში ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

ქ.თბილისის მერია აცხადებს: კონკურენტულ შერჩევას ქ.თბილისში, ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ მიმდებარედ (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 01.14.14.005.165)არსებულ 35652 კვ.მ მიწის ნაკვეთზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.

საწყისი საპრივატიზებო საფასური : 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი)აშშ დოლარის ე კ ვივალენტურ თანხად ეროვნულ ვალუტაში(გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით).

საპრივატიზებო პირობები:

ა) გამარჯვებულის მიერ შემოთავაზებული საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 50%-ის გადახდა შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებიდან ერთი თვის ვადაში (გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით);

ბ) გამარჯვებულის მიერ შემოთავაზებული საპრივატიზებო საფასურის დარჩენილი ნაწილის გადახდა შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებიდან 9 თვის ვადაში (გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით);

გ) საპრივატიზებო ტერიტორიაზე (ნასყიდობის საგანზე) სავაჭრო და გასართობი-გამაჯანსაღებელი ცენტრის და მასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების აშენება და ექსპლუატაციაში მიღება, შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებიდან 3,5 წლის ვადაში, არანაკლებ 20000000 (ოცი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის აღნიშნულ ვადაში განხორციელების გზით;

დ) მშენებლობის ნებართვის აღება და მშენებლობის დაწყება შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებიდან ერთი წლის ვადაში;

ე) საპრივატიზებო პირობებად განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ნასყიდობის ხელშეკრულების საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებიდან 1 თვის ვადაში, არანაკლებ 1000000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.

დაინტერესებულ პირთა წინადადებების და შესაბამისი დოკუმენტაციის თბილისის მერიის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოში განაცხადები მიიღება 2012 წლის 15 თებერვლის 11:00 სთ-დან 2012 წლის 20 მარტი ს 18:00 სთ-მდე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1)  განცხადება – კონკურენტული შერჩევის საფუძველზე ქონების შესყიდვის შესახებ

2) სათანადო წესით დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში)

3) სათანადო წესით დამოწმებული, დამფუძნებელ პარტნიორთა კრება – კონკურენტული შერჩევის საფუძველზე ქონების შესყიდვის შესახებ და შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილების მინიჭების შესახებ (იურიდიული პირის შემთხვევაში)

4) წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საჭიროების შემთხვევაში)

5)  1 000 000 აშშ დოლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომელიც ძალაში უნდა იყოს 2012 წლის 01 ივნისამდე.

 - აღნიშნული საბანკო გარანტია უკან უბრუნდება დამარცხებულ პრეტენდენტს, წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში.

 -  აღნიშნული საბანკო გარანტია გამარჯვებულს უბრუნდება მისი მხრიდან ახალი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემდგომ, წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში.

6) სათანადო წესით დამოწმებული, დახურული კონვერტით წარმოდგენილი წინადადებები, რომლითაც წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) შემოთავაზებული საპრივატიზებო საფასური;

ბ) შემოთავაზებული განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობა შემოთავაზებულ ვადებში;

გ) შემოთავაზებული საბანკო გარანტიის ოდენობა;

დ) სხვა შესაძლო წინადადებები.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ქ. თბილისის მერიის სსიპ– ქონების მართვის სააგენტოს ვებგვერდი– www. iauction.ge   ტ.:2-37-82-99 და 2-37-83-79.