საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1282
სარეგისტრაციო კოდი
040.000.000.05.001.001.031
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 4, 05/03/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, №31, 24.07.1997 წ.) 597-ე და 598-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 597. საიჯარო ქირის შემცირების მოთხოვნა

თუ საიჯარო მიწაზე სტიქიური უბედურებების ან სხვა ფორსმაჟორული გარემოებების შედეგად მოიჯარეს მოსავლის ნახევარზე მეტი გაუნადგურდა, მას უფლება აქვს მოითხოვოს საიჯარო ქირის, ხოლო მიწის მესაკუთრეს - მიწის გადასახდის შესაბამისი პროპორციით შემცირება. საიჯარო ქირის და მიწის გადასახადის შემცირების მოთხოვნის უფლება მოიჯარესა და მესაკუთრეს აქვთ მხოლოდ მოსავლის აღებამდე, ზარალის ოდენობისა და მიზეზების შესახებ დადგენილი წესით გაფორმებული აქტის საფუძველზე.

შეცდომის გასწორება - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., გვ.11

    მუხლი 598. აუცილებელი კაპიტალური ხარჯების ანაზღაურების მოვალეობა

მეიჯარე ვალდებულია მოიჯარეს აუნაზღაუროს საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქონების მდგომარეობის (მათ შორის მიწის) გაუმჯობესებისათვის გაწეული კაპიტალური ხარჯები.“.

საქართველოს 2002 წლის 14 თებერვლის კანონი №1282 – სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.18

 

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი    ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2002 წლის 14 თებერვალი.

№1282-IIს

შეტანილი ცვლილებები:

     შეცდომის გასწორება - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., გვ.11