1. კომისიის სხდომა იმართება საჭიროებისამებრ, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.

2. კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის მდივანს.

3. კომისიის სხდომის გამართვის ადგილს, თარიღს, დღის წესრიგსა და სათანადო მასალებს კომისიის  მდივანი სხდომამდე ხუთი დღით ადრე უგზავნის წევრებს.

4. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში.

5. კომისიის მიმართ შესაბამისად გამოიყენება ამ დებულების მე-5 მუხლის მე-5-მე-10 პუნქტებ