1. სამუშაო ჯგუფები საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევენ ორ თანათავმჯდომარეს – საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან.
2. საქმიანობის საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად, თითოეული სამუშაო ჯგუფი საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევს მდივანს.
3. სამუშაო ჯგუფების სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, ერთ-ერთი მხარის ინიციატივით.
4. სამუშაო ჯგუფების თანათავმჯდომარეთა შეთანხმებულ სხდომის გამართვის ადგილს, თარიღს, დღის წესრიგსა და სათანადო მასალებს კომისიის მდივანი სხდომამდე ხუთი დღით ადრე უგზავნის წევრებს.
5. სამუშაო ჯგუფის წევრის სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში, მას შეუძლია საკუთარი პოზიცია (მათ შორის კენჭისყრაზე დაყენებულ საკითხთან დაკავშირებით) წერილობით გადაუგზავნოს მდივანს სხდომის დაწყებამდე და მისი ხმა გათვალისწინებული იქნება კენჭისყრის დროს.
6. სამუშაო ჯგუფის სხდომა უფლებამოსილია, თუ მის მუშაობაში მონაწილეობს წევრთა ორი მესამედი.
7. სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს წევრთა ორი მესამედის თანხმობით.
8. გადაწყვეტილების მიღებისას დასაშვებია წევრთა ანკეტური გამოკითხვა. ამ გზით გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს წევრთა ორი მესამედი.
9. სამუშაო ჯგუფების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განსახილველად წარედგინება კომისიას.
10. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები და მდივან