მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის საფუძველზე:
ა) შეიქმნას საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისია საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით, რომლის შემადგენლობაშიც შედიან №1 დანართით გათვალისწინებული პირები;
ბ) ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №254 განკარგულება;
გ) დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის დებულება №2 დანართის შესაბამისად
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“, მუხლი 1, №63, 21.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.016736 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.06.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1593397/muxli-1/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია