ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2012 წლის 22 თებერვალი
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონის მე -9 მუხლის მე -3 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად:
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელებები დანართი №1 -ის შესაბამისად , დანართი №1 თან ერთვის) .
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 12 იანვრის №2 დადგენილება .
3. მიღებული დადგენილება გადაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას .
4. დაევალოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონთ დადგენილი წესით უზრუნველყოს დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება .
5. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის
1 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე ლ. კონჯარია
დანართი№ 1
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები და თანამდებობათა დასახელება
| საჯარო მოხელეთა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და თანამდებობების დასახელება | ხელფასის სარგოები ლარობით |
| გამგებელი | 2360 |
| გამგებლის მოადგილე | 900 |
| სამსახურის უფროსი | 700 |
| თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი–თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული | 700 |
| გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი | 500 |
| გამგებლის თანაშემწე, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირები | 450 |
| უმცროსი საჯარო თანამდებობა , მათ შორის: |
|
| მთავარი სპეციალისტი | 420 |
| წამყვანი სპეციალისტი | 380 |
| უფროსი სპეციალისტი | 340 |
| სპეციალისტი | 300 |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.10.2012.
- როდის იქნა მიღებული „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ“?
- „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 22.02.2012. მიმღები ორგანო — ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №11. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.105.016071.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 29.10.2012-დან.
- სად არის „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.10.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ“, №11, 22.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.105.016071 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.10.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1595825/