ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №34 |
|
2012 წლის 29 ოქტომბერი ქ.ზუგდიდი |
|
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლებისა და „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელებები დანართი №1-ის შესაბამისად, (დანართი №1 თან ერთვის).
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილება (სსმ 28.02.2012 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.105.016071) და ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 ივლისის №21 დადგენილება (სსმ, 2, 28/07/2010, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.105.000.020).
მუხლი 3🔗
დადგენილების დანართი №1-ის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 გრაფის მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 19 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
მუხლი 4🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 12 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან კონჯარია
დანართი №1N
თანამდებობათა დასახელება თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი(ლარი)1.
საკრებულოს თავმჯდომარე 26502.
გამგებელი 26503.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 17004.
გამგებლის მოადგილე 13005.
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე 13506.
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე 13507.
საკრებულოს აპარატის უფროსი 10008.
გამგეობის სამსახურის უფროსი 10009.
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი _ თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული 100010.
გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი810
11.
გამგებლის თანაშემწე790
12.
სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი მ/შ790
13.
მთავარი სპეციალისტი560
14.
წამყვანი სპეციალისტი530
15.
უფროსი სპეციალისტი500
16.
სპეციალისტი 470.“