ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.03.2012 ძალადაკარგული 26.03.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.129.016055
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №9

2012 წლის 6 მარტი

ქ. ჭიათურა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების ა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 29-ე თავის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები ს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14თებერვლის №50დადგენილების შესაბამისად:

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო მ დაადგინა:

    მუხლი 1

შემოღებულ იქნეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად (დანართი №1).

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 მარტის №6 დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების ა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“

    მუხლი3

დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებ ისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე            ი. ჭუმბურიძე

 

 

დანართი №1

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად.

    მუხლი 2

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ა დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.

    მუხლი 3

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი ა დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.

    მუხლი 4

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 %;

ბ) 100 000 ლარის და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1%.

    მუხლი 5

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთ ჰექტარ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთ ებია:

 

 

№

 

 

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები

ლარი/ჰა

1

სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდა მო

56

2

სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული)

16

3

საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული)

10

4

ტყის მიწები

20

5

ტყის მიწები, რომლებიც გამოიყენება სასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით

56

6

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები

3

    მუხლი6

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1კვ.მ-ზე ქონების გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტი ა:

ა) ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის (ქ. ჭიათურ ა)– 1,5;

ბ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლებისა და თემ ებ ის ტერიტორი ებისათვის–1,4.

    მუხლი 7

არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ.-ზე ქონების გადასახადი ა:

ა) ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის (ქ. ჭიათურ ა) – 0.36 ლარი;

ბ)ჭიათურის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლებისა და თემ ებ ის ტერიტორი ებისათვის–0.336 ლარი“.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“, №9, 06.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.129.016055 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1605433-2/