„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2303
სარეგისტრაციო კოდი
160.000.000.05.001.001.285
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 13, 02/06/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ადვოკატთა შესახებ“  საქართველოს კანონში

ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

 „ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 6.07.2001, მუხ.78) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-40 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პირს, რომელსაც გავლილი არა აქვს ადვოკატთა ტესტირება, 2006 წლის 1 ივნისიდან ეკრძალება საადვოკატო საქმიანობის განხორციელება ტესტირების გავლამდე.“.

2. 42-ე და 43-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 42. ადვოკატთა ასოციაციის პირველი საერთო კრება და ადვოკატთა პირველი ტესტირება

1. საქართველოს იუსტიციის საბჭო და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოები პირველი სამი ტესტირების ჩატარების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 2005 წლის 1 იანვრისა, ტესტირებაგავლილ ადვოკატთა სიითი შემადგენლობიდან იწვევს ადვოკატთა ასოციაციის პირველ საერთო კრებას. კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ტესტირებაგავლილ ადვოკატთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

2. საქართველოს იუსტიციის საბჭომ და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოებმა უზრუნველყონ ადვოკატთა პირველი ტესტირების ჩატარება 2004 წლის 1 მარტამდე, ხოლო დანარჩენი ორი ტესტირებისა – 2005 წლის 1 იანვრამდე.

    მუხლი 43. საადვოკატო ბიუროების რეგისტრაცია გარდამავალ პერიოდში

1. საერთო სასამართლოებმა სამეწარმეო იურიდიული პირის სახით შექმნილი საადვოკატო ბიუროების რეგისტრაცია 2005 წლის 1 თებერვლიდან მოახდინონ ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.

2. სამეწარმეო იურიდიული პირის სახით 2005 წლის 1 თებერვლამდე შექმნილი საადვოკატო ბიუროების სარეგისტრაციო დოკუმენტები 2006 წლის 1 ივნისამდე შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამ კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნებთან.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2003 წლის 2 ივნისი.

№2303_რს