საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 209-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
2. 214-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ მუხლით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს თხუთმეტი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს ოცდახუთი ათას ლარს.“.
3. 218-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე საგადასახადო მოთხოვნის ან საბაჟო შეტყობინების მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული იქნება გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა.“.
მუხლი 2
თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2007 წლის 1 იანვრამდე მოქმედი 214-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩამდენ პირს შეუმცირდება ან გაუუქმდება სასჯელი (მათ შორის, სამართალდარღვევის ამ კანონის ამოქმედების შემდეგ აღმოჩენის შემთხვევაში), ასეთ პირს (მათ შორის, იმ იურიდიულ პირს, რომელსაც წარმოადგენდა სამართალდამრღვევი) გაუქმებული ან შემცირებული სასჯელის სანაცვლოდ ფინანსური პოლიციის ან შემოსავლების სამსახურის მიერ უნდა დაეკისროს 2007 წლის 1 იანვრიდან მოქმედი საქართველოს საბაჟო კოდექსის 240-ე და 242-ე მუხლებით დადგენილი სანქციები ჩადენილი ქმედების შინაარსისა და სიმძიმის ხასიათისა და მოხდილი ან მოსახდელი სასჯელის ოდენობის გათვალისწინებით.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4280–რს