საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ
ეს კანონი განსაზღვრავს თამბაქოს კონტროლის ძირითად მიმართულებებს და ადგენს წესებს, რომლებიც ხელს უწყობს საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვასა და განმტკიცებას, განსაზღვრავს თამბაქოს კონტროლის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს.
მუხლი 1. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია:
ა) საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვისათვის სათანადო პირობების შექმნა;
ბ) არასრულწლოვნებისა და არამწეველთა დაცვა თამბაქოს კვამლის მავნე ზემოქმედებისაგან;
გ) თამბაქოს მომხმარებლებისათვის თამბაქოს კვამლის მავნებლობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების სისტემის ჩამოყალიბება;
დ) საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვისათვის თამბაქოს პროდუქციის მოხმარების რეგულირება.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) თამბაქოს პროდუქცია – თამბაქოს ან მისი ელემენტების შემცველი ნებისმიერი პროდუქტი, გარდა ნიკოტინის შემცველი სამკურნალწამლო საშუალებებისა, რომელიც განკუთვნილია მოსაწევად, საღეჭად ან შესასუნთქად, მათ შორის:
ა.ა) ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტები;
ა.ბ) პაპიროსები, სიგარები და სიგარილები;
ა.გ) საჩიბუხე თამბაქო;
ა.დ) შესახვევი თუთუნი;
ა.ე) საღეჭი და შესასუნთქი თამბაქო;
ბ) სიგარეტი – ნებისმიერი გრაგნილი ან მილისებრი აგებულების მქონე კონსტრუქცია, რომელიც შეიცავს თამბაქოს ან მის წარმოებულებს, მოხმარების ჩვეულებრივ პირობებში გათვალისწინებულია მოწევისათვის და განსხვავდება სიგარებისა და სიგარილებისაგან;
გ) თამბაქოს მოწევა – თამბაქოს პროდუქციის წვის შედეგად გამოყოფილი კვამლის შესუნთქვა;
დ) თამბაქოს ინდუსტრია – თამბაქოს პროდუქციის წარმოება, იმპორტი, რეალიზაცია და ექსპორტი;
ე) სამედიცინო გაფრთხილება – გამაფრთხილებელი წარწერა თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ.
მუხლი 3. თამბაქოს კონტროლის ძირითადი პრინციპები
თამბაქოს კონტროლის ძირითადი პრინციპებია:
ა) თამბაქოს ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქტად აღიარება;
ბ) არამწეველობის როგორც ცხოვრების ნორმის აღიარება;
გ) არამწეველთა თამბაქოს მავნე ზემოქმედებისაგან დაცვის უფლებების აღიარება;
დ) მოსახლეობის ინფორმირება თამბაქოს მავნე ზემოქმედების შესახებ;
ე) თამბაქოზე დამოკიდებულ პირთა მკურნალობისა და მათი ჯანმრთელობის რეაბილიტაციის ხელშეწყობა.
მუხლი 4. თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა
1. თამბაქოს მოწევა აკრძალულია:
ა) სკოლამდელი აღზრდის, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისათვის განკუთვნილ დაწესებულება-ორგანიზაციებში;
ბ) სახელმწიფო დაწესებულება-ორგანიზაციების დახურულ შენობა-ნაგებობებში;
გ) მასობრივი თავშეყრის ადგილების დახურულ შენობა-ნაგებობებში;
დ)საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, სადაც აკრძალულია მაგარი სპირტიანი სასმელების რეალიზაცია და მოხმარება;
ე) საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის ავტობუსებში, სამარშრუტო ტაქსებში, ტრამვაი-ტროლეიბუსებში, მატარებლებში და საჰაერო და საზღვაო ხომალდებში, თუ რეისის ხანგრძლივობა არ აღემატება 4 საათს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა”–„დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ობიექტების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან გამოყონ თამბაქოს მოწევისათვის სპეციალური ადგილები.
3. თამბაქოს მოწევისათვის ადგილის გამოყოფა აკრძალულია:
ა) მოსაცდელ ოთახებში, კორიდორებში, კიბის უჯრედებში;
ბ) ჰიგიენურ წერტილებში;
გ) ლიფტებსა და მცირე ზომის დახურული ტიპის კონსტრუქციებში;
დ) ბიბლიოთეკებში და სხვა სახის საცავებში, სასწავლო ოთახებში, აუდიტორიებსა და ლაბორატორიებში;
ე) კვების პროდუქტების დამზადებისა და მათ სასაწყობო ადგილებში;
ვ) წყალსადენ-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების, სუსტი დენების, გათბობის, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების ტექნიკის საკვანძო ტერიტორიებზე.
4. დაწესებულება-ორგანიზაციათა ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან:
ა) შეიმუშაონ და დაამტკიცონ თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით დაწესებულება-ორგანიზაციებში მოქმედი წესები ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და ამ წესების დარღვევისათვის დაადგინონ პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომები;
ბ) მასალები, თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით მოქმედი წესების შესახებ, განათავსონ დაწესებულება-ორგანიზაციათა თვალსაჩინო ადგილებში.
5. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, გასამხედროებულ დანაყოფებში, მოხუცებულთა სახლებსა და ფსიქიკურად დაავადებულთათვის განკუთვნილ კერებში, ნებისმიერი სახის ღია ან ნახევრად ღია ობიექტებში.
6. თუ პიროვნებას თავისუფლად გადაადგილების უნარი არ შესწევს ინვალიდობის ანდა ავადმყოფობის გამო, განურჩევლად იმისა, თუ სად იმყოფება იგი, უფლება აქვს თამბაქო მოწიოს იმ ადგილას, სადაც ჩვეულებრივ თამბაქოს მოწევა აკრძალულია.
მუხლი 5. თამბაქოს პროდუქციის სპონსორობა და რეალიზაცია
1. აკრძალულია 18 წლამდე ასაკის პირთა ჩაბმა თამბაქოს ინდუსტრიაში.
2. აკრძალულია ფართო მოხმარების საქონლის, ტანსაცმლის, საკონდიტრო ნაწარმის, სპორტული ინვენტარის, სათამაშოების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და კვების პროდუქტების რეალიზაცია, თუ იგი შეიცავს „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ თამბაქოს პროდუქციის რეკლამას, გარდა მოწევასთან დაკავშირებული აქსესუარებისა.
3. აკრძალულია თამბაქოს ინდუსტრიის განმახორციელებელი პირის მიერ სამედიცინო, სასწავლო ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება, თუ მას თან ახლავს:
ა) თამბაქოს პროდუქციის ან თამბაქოს პროდუქციის მწარმოებელი ფირმის სასაქონლო ნიშნის დემონსტრირება;
ბ) ლოგოტიპის დემონსტრირება.
4. თამბაქოს პროდუქციის რეალიზაცია აკრძალულია:
ა) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, სკოლებში, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისათვის განკუთვნილ დაწესებულება-ორგანიზაციებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის დაშორებით;
ბ) ყველა სახის სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებაში;
გ) იმ სავაჭრო ობიექტებში, სადაც ხდება ბავშვთა ტანსაცმლისა და სათამაშოების რეალიზაცია;
დ) სიგარეტის ერთეული ღერებით, ერთეული შეფუთვით (კოლოფით), თუ მასში 20 ღერ სიგარეტზე ნაკლებია;
ე) 18 წლამდე ასაკის პირებზე.
5. თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციის ადგილებში უნდა განთავსდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება და თამბაქოზე უარის თქმის მსურველთათვის კონსულტაციის მისაღებად საკონტაქტო ტელეფონი. ასეთი სამედიცინო გაფრთხილება უნდა განთავსდეს არანაკლებ A4 ფორმატზე.
მუხლი 6. თამბაქოს პროდუქციის დიზაინი
1. თამბაქოს პროდუქციის თითოეულ კოლოფზე სახელმწიფო ენაზე უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია:
ა) კუპრისა და ნიკოტინის შემცველობის შესახებ, რომელიც ისაზღვრება საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტებით;
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ნორმატიული აქტით სამედიცინო გაფრთხილება ისე, რომ მან დაიკავოს კოლოფის წინა პანელის 5%.
2. სამედიცინო გაფრთხილება უნდა იყოს:
ა) ნათელი და მკაფიო;
ბ) დაბეჭდილი მსხვილი შრიფტით, კონტრასტული ფერის ფონზე;
გ) დაბეჭდილი ისეთ ადგილას, რომ არ დაზიანდეს კოლოფის გახსნისას და შეუძლებელი იყოს მისი მოცილება.
3. სამედიცინო გაფრთხილება არ შეიძლება:
ა) დაბეჭდილი ან დაწებებული იყოს გამჭვირვალე ან ნებისმიერ სხვა გარე შესაფუთზე;
ბ) დაიფაროს სხვა დაბეჭდილი ინფორმაციითა და გამოსახულებით.
მუხლი 7. თამბაქოს პროდუქციაში კუპრისა და ნიკოტინის შემცველობის ნორმები
საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილ თამბაქოს პროდუქციაში კუპრისა და ნიკოტინის შემცველობის ნორმებს საქართველოში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად, ნორმატიული აქტის საფუძველზე, ერთობლივად ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო და საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი.
მუხლი 8. თამბაქოს რეკლამა
თამბაქოს პროდუქციის რეკლამირება რეგულირდება „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით.
მუხლი 9. თამბაქოს მოხმარების პროფილაქტიკის ღონისძიებები
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოფს ექიმთა და მასწავლებელთა სამედიცინო და საგანმანათლებლო-პროფილაქტიკურ მხარდაჭერას მათი მხრიდან თამბაქოს მოწევაზე უარის თქმის მიზნით.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად შეიმუშავებს და განახორციელებს პროფილაქტიკურ ღონისძიებებს არასრულწლოვნებისა და მოზარდებისათვის თამბაქოს მოწევაზე უარის თქმის მიზნით.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ათანხმებს საქართველოში პროფილაქტიკური ღონისძიებების დარგთაშორის საშუალო და გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამების საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსების საკითხს.
მუხლი 10. სახელმწიფო კონტროლი კანონის შესრულების სფეროში
ამ კანონის შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 11. კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა
1. ამ კანონის დარღვევისათვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
2. პასუხისმგებლობის დაკისრება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს არ ათავისუფლებს ამ კანონის დარღვევის აღკვეთის ვალდებულებებისაგან.
მუხლი 12. გარდამავალი დებულება
ამ კანონის მიღებიდან სამი თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოამზადოს და წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს კანონპროექტი “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“.
მუხლი 13. კანონის ამოქმედება
1. ამ კანონის:
ა) მე-4 მუხლი ამოქმედდეს 2003 წლის 1 სექტემბრიდან;
ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან;
გ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან;
დ) მე-6 მუხლი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 6 ივნისი.
№2319–IIს
საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ
საქართველოს კანონი
საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ
ეს კანონი განსაზღვრავს თამბაქოს კონტროლის ძირითად მიმართულებებს და ადგენს წესებს, რომლებიც ხელს უწყობს საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვასა და განმტკიცებას, განსაზღვრავს თამბაქოს კონტროლის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს.
(პრეამბულა ამოღებულია)
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №941 - სსმ I, №2, 16.01.2009 წ., მუხ.4
მუხლი 1. კანონის მიზანი🔗
ამ კანონის მიზანია:
ა) საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვისათვის სათანადო პირობების შექმნა;
ბ) არასრულწლოვნებისა და არამწეველთა დაცვა თამბაქოს კვამლის მავნე ზემოქმედებისაგან;
გ) თამბაქოს მომხმარებლებისათვის თამბაქოს კვამლის მავნებლობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების სისტემის ჩამოყალიბება;
დ) საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვისათვის თამბაქოს პროდუქციის მოხმარების რეგულირება.
საქართველოს მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებიანობისა და სიკვდილიანობის შემცირების მიზნით ეს კანონი განსაზღვრავს და აწესრიგებს სამართლებრივ ურთიერთობებს თამბაქოს კონტროლის სფეროში.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №941 - სსმ I, №2, 16.01.2009 წ., მუხ.4
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) თამბაქოს პროდუქცია – თამბაქოს ან მისი ელემენტების შემცველი ნებისმიერი პროდუქტი, გარდა ნიკოტინის შემცველი სამკურნალწამლო საშუალებებისა, რომელიც განკუთვნილია მოსაწევად, საღეჭად ან შესასუნთქად, მათ შორის:
ა) თამბაქოს ნაწარმი – თამბაქოს ან მისი ელემენტების შემცველი ნებისმიერი ნაწარმი, გარდა ნიკოტინის შემცველი სამკურნალწამლო საშუალებებისა, რომელიც განკუთვნილია მოსაწევად, საღეჭად ან შესასუნთქად, მათ შორის:
ა.ა) ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტები;
ა.ბ) პაპიროსები, სიგარები და სიგარილები;
ა.გ) საჩიბუხე თამბაქო;
ა.დ) შესახვევი თუთუნი;
ა.ე) საღეჭი და შესასუნთქი თამბაქო;
ბ) სიგარეტი – ნებისმიერი გრაგნილი ან მილისებრი აგებულების მქონე კონსტრუქცია, რომელიც შეიცავს თამბაქოს ან მის წარმოებულებს, მოხმარების ჩვეულებრივ პირობებში გათვალისწინებულია მოწევისათვის და განსხვავდება სიგარებისა და სიგარილებისაგან;
გ) თამბაქოს მოწევა – თამბაქოს პროდუქციის წვის შედეგად გამოყოფილი კვამლის შესუნთქვა;
დ) თამბაქოს ინდუსტრია – თამბაქოს პროდუქციის წარმოება, იმპორტი, რეალიზაცია და ექსპორტი;
ე) სამედიცინო გაფრთხილება – გამაფრთხილებელი წარწერა თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ.
ბ) სიგარეტი – თამბაქოს ან მისი ელემენტების შემცველი ნებისმიერი სახის გრაგნილი ან მილისებრი აგებულების კონსტრუქცია, რომელიც გახვეულია ქაღალდში ან კანონით დაშვებულ სხვა მასალაში, რომელიც არ შეიცავს თამბაქოს;
გ) არმოსაწევი თამბაქო – თამბაქოს ნაწარმი, რომელიც არ არის განკუთვნილი მოსაწევად, კერძოდ, საღეჭი, საწუწნი ან შესასუნთქი თამბაქო;
დ) თამბაქოს მოწევა – თამბაქოს ნაწარმის წვის შედეგად გამოყოფილი კვამლის შესუნთქვა;
ე) თამბაქოს ინდუსტრია – თამბაქოს ნაწარმის წარმოება, იმპორტი, რეალიზაცია, ექსპორტი, რეექსპორტი ანდა ტრანზიტი;
ვ) სამედიცინო გაფრთხილება – თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს პიქტოგრამას;
ზ) როტაცია – სამედიცინო გაფრთხილებების მონაცვლეობა;
თ) ინგრედიენტი – ყველა ნივთიერება, რომელიც ემატება თამბაქოს, მათ შორის, ნივთიერებები, რომლებიც ემატება თამბაქოს ფოთოლსა და თამბაქოს სხვა ნატურალურ თუ გადამუშავებულ ნაწარმს, აგრეთვე არათამბაქოს მასალები, რომლებიც ემატება თამბაქოს ნაწარმის წარმოებისას და წარმოდგენილია ნაწარმის საბოლოო ფორმაშიც შეცვლილი სახითაც კი;
ი) სამინისტრო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
კ) თამბაქოს ნაწარმის შემცველები – თამბაქოს ნაწარმის კვამლში შემავალი ნიკოტინი, კუპრი და მხუთავი აირი.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №941 - სსმ I, №2, 16.01.2009 წ., მუხ.4
მუხლი 3. თამბაქოს კონტროლის ძირითადი პრინციპები🔗
თამბაქოს კონტროლის ძირითადი პრინციპებია:
ა) თამბაქოს ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქტად აღიარება;
ბ) არამწეველობის როგორც ცხოვრების ნორმის აღიარება;
გ) არამწეველთა თამბაქოს მავნე ზემოქმედებისაგან დაცვის უფლებების აღიარება;
დ) მოსახლეობის ინფორმირება თამბაქოს მავნე ზემოქმედების შესახებ;
ე) თამბაქოზე დამოკიდებულ პირთა მკურნალობისა და მათი ჯანმრთელობის რეაბილიტაციის ხელშეწყობა.
საქართველოში თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი კრიტერიუმები, მოთხოვნები, პირობები და წესები უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ პრინციპებს:
ა) თამბაქოს აღიარებას ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქტად;
ბ) არამწეველობის, როგორც ცხოვრების ნორმის, აღიარებას;
გ) არამწეველთა თამბაქოს მავნე ზემოქმედებისაგან დაცვის უფლებების აღიარებას;
დ) მოსახლეობის ინფორმირებას თამბაქოს მავნე ზემოქმედების შესახებ;
ე) თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის და მოხმარების დაწყების პრევენციის ხელშეწყობას;
ვ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას;
ზ) მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას;
თ) თამბაქოს ნაწარმის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობას;
ი) თამბაქოს ნაწარმის წარმოებისა და რეალიზაციის კონტროლს;
კ) თამბაქოს ნაწარმზე მოთხოვნილებისა და ხელმისაწვდომობის შემცირებას;
ლ) თამბაქოს ნაწარმის დაუბეგრავი და გაუპიროვნებელი გაყიდვის აკრძალვას;
მ) საზოგადოების მონაწილეობას თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავებაში, განხორციელებასა და შეფასებაში;
ნ) თამბაქოს რეკლამისაგან თავისუფალ გარემოში ცხოვრებისა და მისი ზემოქმედებისაგან დაცვის უფლებების აღიარებას.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №941 - სსმ I, №2, 16.01.2009 წ., მუხ.4
მუხლი 4. თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა
1. თამბაქოს მოწევა აკრძალულია:
ა) სკოლამდელი აღზრდის, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისათვის განკუთვნილ დაწესებულება-ორგანიზაციებში;
ბ) სახელმწიფო დაწესებულება-ორგანიზაციების დახურულ შენობა-ნაგებობებში;
გ) მასობრივი თავშეყრის ადგილების დახურულ შენობა-ნაგებობებში;
დ)საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, სადაც აკრძალულია მაგარი სპირტიანი სასმელების რეალიზაცია და მოხმარება;
ე) საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის ავტობუსებში, სამარშრუტო ტაქსებში, ტრამვაი-ტროლეიბუსებში, მატარებლებში და საჰაერო და საზღვაო ხომალდებში, თუ რეისის ხანგრძლივობა არ აღემატება 4 საათს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა”–„დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ობიექტების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან გამოყონ თამბაქოს მოწევისათვის სპეციალური ადგილები.
3. თამბაქოს მოწევისათვის ადგილის გამოყოფა აკრძალულია:
ა) მოსაცდელ ოთახებში, კორიდორებში, კიბის უჯრედებში;
ბ) ჰიგიენურ წერტილებში;
გ) ლიფტებსა და მცირე ზომის დახურული ტიპის კონსტრუქციებში;
დ) ბიბლიოთეკებში და სხვა სახის საცავებში, სასწავლო ოთახებში, აუდიტორიებსა და ლაბორატორიებში;
ე) კვების პროდუქტების დამზადებისა და მათ სასაწყობო ადგილებში;
ვ) წყალსადენ-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების, სუსტი დენების, გათბობის, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების ტექნიკის საკვანძო ტერიტორიებზე.
4. დაწესებულება-ორგანიზაციათა ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან:
ა) შეიმუშაონ და დაამტკიცონ თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით დაწესებულება-ორგანიზაციებში მოქმედი წესები ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და ამ წესების დარღვევისათვის დაადგინონ პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომები;
ბ) მასალები, თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით მოქმედი წესების შესახებ, განათავსონ დაწესებულება-ორგანიზაციათა თვალსაჩინო ადგილებში.
5. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, გასამხედროებულ დანაყოფებში, მოხუცებულთა სახლებსა და ფსიქიკურად დაავადებულთათვის განკუთვნილ კერებში, ნებისმიერი სახის ღია ან ნახევრად ღია ობიექტებში.
6. თუ პიროვნებას თავისუფლად გადაადგილების უნარი არ შესწევს ინვალიდობის ანდა ავადმყოფობის გამო, განურჩევლად იმისა, თუ სად იმყოფება იგი, უფლება აქვს თამბაქო მოწიოს იმ ადგილას, სადაც ჩვეულებრივ თამბაქოს მოწევა აკრძალულია.
მუხლი 5. თამბაქოს პროდუქციის სპონსორობა და რეალიზაცია
ა) სააღმზრდელო, საგანმანათლებლო, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებსა და დახურულ სპორტულ ნაგებობებში;
ბ) სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებათა შენობებში;
გ) ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების მთელ ტერიტორიაზე;
დ) ყველა შენობა-დაწესებულებაში, სადაც ინახება ცეცხლსაშიში ნივთიერებები;
ე) საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის, ავტობუსში, სამარშრუტო ტაქსიში, საჰაერო ხომალდში, მეტროპოლიტენში, ტრამვაისა და ტროლეიბუსში.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დაწესებულებების გარდა, სხვა საჯარო და კერძო დაწესებულებების დახურულ შენობა-ნაგებობებში, მათ შორის, სამუშაო და მასობრივი თავშეყრის დახურულ ადგილებში, აგრეთვე მატარებელსა და საზღვაო ხომალდში აკრძალულია თამბაქოს მოწევა, გარდა სპეციალური მოსაწევი ადგილისა (ადგილებისა).
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებების ხელმძღვანელები ვალდებული არიან, გამოყონ სპეციალური მოსაწევი ადგილი (ადგილები).
4. სპეციალური მოსაწევი ადგილი განკუთვნილი უნდა იყოს მხოლოდ თამბაქოს მოწევისათვის და გამიჯნული უნდა იყოს ყველა სახის სამუშაო, საკვები ან/და დასასვენებელი ოთახისა და სხვა დანიშნულების ბლოკის, მოწყობილობისა და ნივთიერებისაგან, უნდა იყოს ადვილად გასანიავებელი ან ღია ფანჯრით, რომელიც გადის ღია სივრცეში (დასაშვებია ადგილის მოწყობა მხოლოდ ხელოვნური ვენტილაციით), რათა უზრუნველყოფილ იქნეს წარმოქმნილი თამბაქოს კვამლის სრული გამიჯვნა დაწესებულების სხვა ნაწილებისაგან.
5. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებების ხელმძღვანელები ვერ უზრუნველყოფენ დაწესებულებების ტერიტორიებზე სპეციალური მოსაწევი ადგილის გამოყოფას სულ მცირე იმ პარამეტრებით, რომლებიც დადგენილია ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, ამ ტერიტორიებზე თამბაქოს მოწევა იკრძალება.
6. მასობრივი თავშეყრის ადგილებიდან რესტორნებში, კაფე-ბარებსა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დასაშვებია როგორც ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი სპეციალური მოსაწევი ადგილის (ადგილების) გამოყოფა, აგრეთვე მომხმარებელთათვის ისეთი ზონების გამოყოფა, სადაც დასაშვებია მოწევა. ასეთი ზონების საერთო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს მომხმარებელთათვის განკუთვნილი საერთო ფართობის 50 პროცენტს.
7. დაწესებულებათა ხელმძღვანელები ვალდებული არიან:
ა) შეიმუშაონ და დაამტკიცონ თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით შესაბამის დაწესებულებაში მოქმედი წესები ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ პასუხისმგებლობის სათანადო ზომები;
ბ) თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით შესაბამის დაწესებულებაში მოქმედი წესების შესახებ მასალები განათავსონ დაწესებულებაში, თვალსაჩინო ადგილებში.
8. აკრძალულია თამბაქოს წევის დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ნებისმიერი სხვა ბეჭდური ან ელექტრონული საშუალებით, მასობრივი ჩვენებებისა და თეატრალური წარმოდგენების მეშვეობით, თუ ეს არ არის შემთხვევითი ჩაწერა ან/და შემოქმედებითი ჩანაფიქრის ნაწილი.
9. (ამოღებულია).
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №941 - სსმ I, №2, 16.01.2009 წ., მუხ.4
საქართველოს 2010 წლის 12 თებერვლის კანონი №2562 - სსმ I, №6, 22.02.2010წ., მუხ.23
მუხლი 5. თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია🔗
1. აკრძალულია 18 წლამდე ასაკის პირთა ჩაბმა თამბაქოს ინდუსტრიაში.
2. აკრძალულია ფართო მოხმარების საქონლის, ტანსაცმლის, საკონდიტრო ნაწარმის, სპორტული ინვენტარის, სათამაშოების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და კვების პროდუქტების რეალიზაცია, თუ იგი შეიცავს „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ თამბაქოს პროდუქციის რეკლამას, გარდა მოწევასთან დაკავშირებული აქსესუარებისა.
3. აკრძალულია თამბაქოს ინდუსტრიის განმახორციელებელი პირის მიერ სამედიცინო, სასწავლო ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება, თუ მას თან ახლავს:
ა) თამბაქოს პროდუქციის ან თამბაქოს პროდუქციის მწარმოებელი ფირმის სასაქონლო ნიშნის დემონსტრირება;
ბ) ლოგოტიპის დემონსტრირება.
4. თამბაქოს პროდუქციის რეალიზაცია აკრძალულია:
ა) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, სკოლებში, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისათვის განკუთვნილ დაწესებულება-ორგანიზაციებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის დაშორებით;
ბ) ყველა სახის სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებაში;
გ) იმ სავაჭრო ობიექტებში, სადაც ხდება ბავშვთა ტანსაცმლისა და სათამაშოების რეალიზაცია;
დ) სიგარეტის ერთეული ღერებით, ერთეული შეფუთვით (კოლოფით), თუ მასში 20 ღერ სიგარეტზე ნაკლებია;
ე) 18 წლამდე ასაკის პირებზე.
5. თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციის ადგილებში უნდა განთავსდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება და თამბაქოზე უარის თქმის მსურველთათვის კონსულტაციის მისაღებად საკონტაქტო ტელეფონი. ასეთი სამედიცინო გაფრთხილება უნდა განთავსდეს არანაკლებ A4 ფორმატზე.
მუხლი 6. თამბაქოს პროდუქციის დიზაინი
1. თამბაქოს პროდუქციის თითოეულ კოლოფზე სახელმწიფო ენაზე უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია:
ა) კუპრისა და ნიკოტინის შემცველობის შესახებ, რომელიც ისაზღვრება საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტებით;
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ნორმატიული აქტით სამედიცინო გაფრთხილება ისე, რომ მან დაიკავოს კოლოფის წინა პანელის 5%.
2. სამედიცინო გაფრთხილება უნდა იყოს:
ა) ნათელი და მკაფიო;
ბ) დაბეჭდილი მსხვილი შრიფტით, კონტრასტული ფერის ფონზე;
გ) დაბეჭდილი ისეთ ადგილას, რომ არ დაზიანდეს კოლოფის გახსნისას და შეუძლებელი იყოს მისი მოცილება.
3. სამედიცინო გაფრთხილება არ შეიძლება:
ა) დაბეჭდილი ან დაწებებული იყოს გამჭვირვალე ან ნებისმიერ სხვა გარე შესაფუთზე;
ბ) დაიფაროს სხვა დაბეჭდილი ინფორმაციითა და გამოსახულებით.
მუხლი 7. თამბაქოს პროდუქციაში კუპრისა და ნიკოტინის შემცველობის ნორმები
საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილ თამბაქოს პროდუქციაში კუპრისა და ნიკოტინის შემცველობის ნორმებს საქართველოში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად, ნორმატიული აქტის საფუძველზე, ერთობლივად ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო და საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი.
მუხლი 8. თამბაქოს რეკლამა
თამბაქოს პროდუქციის რეკლამირება რეგულირდება „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით.
2. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია:
ა) სააღმზრდელო, საგანმანათლებლო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში;
ბ) ყველა სახის სამედიცინო, სასწავლო, სახელმწიფო, სპორტულ და კულტურულ დაწესებულებებში;
გ) სავაჭრო ობიექტების იმ სექციებში, სადაც ბავშვთა ტანსაცმელი და სათამაშოები იყიდება;
დ) ერთეული ღერებით, ერთეული შეფუთვით (კოლოფით), თუ მასში 20 ღერ სიგარეტზე ნაკლებია ან მეტია;
ე) შეფუთვის გარეშე;
ვ) 18 წლამდე ასაკის პირებზე;
ზ) ელექტრონული ან მექანიკური მანქანების საშუალებით;
თ) უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების სადღეღამისო ულუფაში შეტანა;
ი) თუ საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმი დამზადებულია საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით.
3. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის გათამაშების, ლატარიის, ლოტოს, მომგებიანი ან სხვა სახის აზარტული თამაშის საშუალებით დარიგება ან/და ამგვარ ღონისძიებებში თამბაქოს ნაწარმის საშუალებით, მისი განაწილებით მონაწილეობა.
4. თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში უნდა განთავსდეს სამინისტროს მიერ დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება და თამბაქოზე უარის თქმის მსურველთათვის საკონტაქტო ტელეფონი კონსულტაციის მისაღებად, აგრეთვე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არასრულწლოვნებზე თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა აკრძალულია. ასეთი სამედიცინო გაფრთხილება უნდა განთავსდეს არანაკლებ A4 ფორმატზე.
5. თამბაქოს რეალიზატორს უფლება აქვს, თამბაქოს ნაწარმის მყიდველი პირის არასრულწლოვნებაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში მოითხოვოს სრულწლოვნობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №941 - სსმ I, №2, 16.01.2009 წ., მუხ.4
მუხლი 6. თამბაქოს ნაწარმის შეფუთვა და დიზაინი
1. აკრძალულია საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის დასახელება, მისი შეფუთვის ან/და ეტიკეტის რომელიმე ელემენტი შეიცავდეს რაიმე ყალბ, შეცდომაში შემყვან ან არასწორი წარმოდგენის შემქმნელ ინფორმაციას თამბაქოს ნაწარმის თვისებების, მავნე ზემოქმედების ან გამოფრქვეული მავნე ნივთიერებების შესახებ, ასევე არ შეიძლება გამოყენებული იქნეს საქართველოს სახელმწიფო ან/და რომელიმე უცხოურ ენაზე რაიმე ისეთი სიტყვა, სავაჭრო ნიშანი ან გამოსახულება, რომელიც პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით შექმნის არასწორ წარმოდგენას თამბაქოს რომელიმე ნაწარმის ნაკლებ მავნებლობაზე სხვა ნაწარმთან შედარებით. ზოგიერთი ასეთი სიტყვაა: „მსუბუქი“, „რბილი“, „ულტრამსუბუქი“, „დაბალი შემცველობით“.
2. თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფსა და ბლოკზე განთავსებული უნდა იყოს სამინისტროს მიერ დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება, რომელიც უნდა მოიცავდეს ძირითად გაფრთხილებას, დამატებით გაფრთხილებას, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს. სამედიცინო გაფრთხილება შეიძლება მოიცავდეს დამატებითი გაფრთხილების შესაბამის პიქტოგრამას.
3. სამინისტრო ამტკიცებს ძირითადი სამედიცინო გაფრთხილების 3 ნიმუშს, დამატებითი სამედიცინო გაფრთხილების 9 ნიმუშს და შესაბამისი პიქტოგრამების 9 ნიმუშს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, აგრეთვე სამედიცინო გაფრთხილებებისა და თამბაქოს ნაწარმის შემცველების შესახებ წარწერების კომპიუტერულ შრიფტსა და ზომას, გამოსახულების ხარისხის შესაბამის პარამეტრებს.
4. პიქტოგრამის ნიმუში უნდა შეესაბამებოდეს დამატებითი სამედიცინო გაფრთხილების ტექსტს და არ უნდა იკავებდეს სამედიცინო გაფრთხილების საერთო მოცულობის 50 პროცენტზე ნაკლებს.
5. სამედიცინო გაფრთხილებები ექვემდებარება როტაციას შემდეგი სახით:
ა) თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა წლის განმავლობაში ყველა ძირითადი სამედიცინო გაფრთხილება უნდა გამოიყენოს იმგვარად, რომ ისინი თანაბრად განაწილდეს გასაყიდი თამბაქოს ნაწარმის ყოველი სახეობის კოლოფებსა და ბლოკებზე;
ბ) თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა წლის განმავლობაში დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებებიდან უნდა აირჩიოს სამი გაფრთხილება და სურვილის შემთხვევაში შესაბამისი პიქტოგრამები იმგვარად, რომ ისინი თანაბრად განაწილდეს გასაყიდი თამბაქოს ნაწარმის ყოველი სახეობის კოლოფებსა და ბლოკებზე.
6. თამბაქოს ნაწარმის ყოველ შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილება საქართველოს სახელმწიფო ენაზე (ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურად) უნდა იყოს განთავსებული ისე, როგორც ამ მუხლის მე-2 პუნქტშია მოცემული, და უნდა იყოს:
ა) დაწერილი გარკვევით და მკაფიოდ;
ბ) დაბეჭდილი შეფუთვაზე, გარდა გარე გამჭვირვალე შეფუთვისა, არ უნდა იყოს დაფარული და თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის გახსნისას არ უნდა დაზიანდეს ან მოსცილდეს;
გ) დაბეჭდილი კომპიუტერული შრიფტით, გამუქებული ასოებით, თეთრ ფონზე შავი ასოებით ან შავ ფონზე თეთრი ასოებით; თეთრი ფონი შემოფარგლული უნდა იყოს შავი ჩარჩოთი, ხოლო შავი ფონი – თეთრი ჩარჩოთი, რომელიც არ კვეთს და არ ეხება ასოებს, და ჩარჩოს ხაზის სისქე არ უნდა იყოს 3 მმ-ზე ნაკლები და 4 მმ-ზე მეტი;
დ) განთავსებული შეფუთვის წინა და უკანა დიდ გვერდებზე, ზედა და ქვედა კიდეების პარალელურად და არ უნდა იკავებდეს იმ გვერდის საერთო ფართობის 30 პროცენტზე ნაკლებს, რომელშიც შედის შემომფარგვლელი ხაზებიც.
7. თამბაქოს ნაწარმის შემცველების მაჩვენებელთა შესახებ ინფორმაცია უნდა მოთავსდეს თამბაქოს ნაწარმის ყოველ შეფუთვაზე და უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უნდა იყოს დაწერილი გარკვევით და მკაფიოდ;
ბ) უნდა იყოს დაბეჭდილი შეფუთვაზე, გარდა გარე გამჭვირვალე შეფუთვისა, არ უნდა იყოს დაფარული და თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის გახსნისას არ უნდა დაზიანდეს ან მოსცილდეს;
გ) უნდა იყოს დაბეჭდილი კომპიუტერული შრიფტით, გამუქებული ასოებით, თეთრ ფონზე შავი ასოებით ან შავ ფონზე თეთრი ასოებით; თეთრი ფონი შემოფარგლული უნდა იყოს შავი ჩარჩოთი, ხოლო შავი ფონი – თეთრი ჩარჩოთი, რომელიც არ კვეთს და არ ეხება ასოებს, და ჩარჩოს ხაზის სისქე არ უნდა იყოს 1 მმ-ზე ნაკლები და 2 მმ-ზე მეტი;
დ) უნდა იყოს განთავსებული შეფუთვის მცირე გვერდზე, გარდა ზედა და ქვედა გვერდებისა, და არ უნდა იკავებდეს იმ გვერდის საერთო ფართობის 30 პროცენტზე ნაკლებს, რომელშიც შედის შემომფარგვლელი ხაზებიც.
8. სამედიცინო გაფრთხილება ან/და თამბაქოს ნაწარმის შემცველების მაჩვენებელთა შესახებ ინფორმაცია არ შეიძლება დაიფაროს სხვა დაბეჭდილი ინფორმაციით ან ნებისმიერი გამოსახულებით.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №941 - სსმ I, №2, 16.01.2009 წ., მუხ.4
მუხლი 7. თამბაქოს ნაწარმის შემცველების ნორმები
1. საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის შემცველების ზღვრულად დასაშვებ ნორმებს, გაზომვისა და რეგულირების წესებს, თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით, ადგენს სამინისტრო ნორმატიული აქტის საფუძველზე.
2. თამბაქოს ნაწარმის შემცველების გაზომვა უნდა ჩაატაროს თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა საკუთარი ხარჯებით. მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა უნდა დაადასტუროს გაზომვის ჩატარება სტანდარტების შესაბამისად და სამინისტროს უნდა წარუდგინოს შესაბამისი საქმიანობის უფლების მქონე იმ ლაბორატორიის შესახებ ინფორმაცია, სადაც ჩატარდა გაზომვა.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №941 - სსმ I, №2, 16.01.2009 წ., მუხ.4
მუხლი 8. (ამოღებულია)
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №941 - სსმ I, №2, 16.01.2009 წ., მუხ.4
მუხლი 9. თამბაქოს მოხმარების პროფილაქტიკის ღონისძიებები🔗
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოფს ექიმთა და მასწავლებელთა სამედიცინო და საგანმანათლებლო-პროფილაქტიკურ მხარდაჭერას მათი მხრიდან თამბაქოს მოწევაზე უარის თქმის მიზნით.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად შეიმუშავებს და განახორციელებს პროფილაქტიკურ ღონისძიებებს არასრულწლოვნებისა და მოზარდებისათვის თამბაქოს მოწევაზე უარის თქმის მიზნით.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ათანხმებს საქართველოში პროფილაქტიკური ღონისძიებების დარგთაშორის საშუალო და გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამების საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსების საკითხს.
ამ კანონის მე-3 მუხლში აღნიშნული პრინციპებისა და საქართველოს კანონმდებლობის სხვა მოთხოვნების დანერგვის მიზნით სახელმწიფო შეიმუშავებს და განახორციელებს თამბაქოს კონტროლის საშუალო- და გრძელვადიან ეროვნულ გეგმას.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №941 - სსმ I, №2, 16.01.2009 წ., მუხ.4
მუხლი 10. სახელმწიფო კონტროლი კანონის შესრულების სფეროში
ამ კანონის შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 11. კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა
1. ამ კანონის დარღვევისათვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
2. პასუხისმგებლობის დაკისრება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს არ ათავისუფლებს ამ კანონის დარღვევის აღკვეთის ვალდებულებებისაგან.
მუხლი 12. გარდამავალი დებულება
ამ კანონის მიღებიდან სამი თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოამზადოს და წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს კანონპროექტი “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“.
მუხლი 13. კანონის ამოქმედება
1. ამ კანონის:
ა) მე-4 მუხლი ამოქმედდეს 2003 წლის 1 სექტემბრიდან;
ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან;
გ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან;
დ) მე-6 მუხლი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,2003 წლის 6 ივნისი.
№2319–IIს
№2319–IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №941 - სსმ I, №2, 16.01.2009 წ., მუხ.4
2. საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2472 - სსმ I, №50, 31.12.2009 წ., მუხ.390
3. საქართველოს 2010 წლის 12 თებერვლის კანონი №2562 - სსმ I, №6, 22.02.2010წ., მუხ.23
3. ძალადაკარგულია - საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4059 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.500