1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება დაფინანსდება სამედიცინო მომსახურების თითოეული ეპიზოდის მიხედვით, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად.

2. პროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია 2011 წელს „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის „სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სხვა განსაზღვრული შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების“ კომპონენტის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე საკასო ხარჯი გასწიოს 2012 წლის „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტიდან.

3. ამ პროგრამის მე‑3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ფინანსური ანგარიშსწორება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის მეთოდით.

4. ამ პროგრამის მე‑3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ხორციელდება სადაზღვევო ვაუჩერის საშუალებით „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, დაზღვეულსა და მზღვეველს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების თანახმად (სადაზღვევო ვაუჩერის პირობები განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 30 მარტის №01-12/ნ ბრძანების შესაბამისად).

5. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიის მუდმივმოქმედ წევრთა და კომისიის მდივნის მომსახურება ანაზღაურდება ყოველთვიურად შემდეგი ოდენობით:

ა) კომისიის თავმჯდომარე – 2800 ლარი;

ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – 1700 ლარი;

გ) კომისიის წევრი – 1600 ლარი;

დ) კომისიის მდივანი – 1100 ლარი.

6. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში დაავადების შესაბამისი პროფილის კვალიფიციური ექიმის მომსახურება ანაზღაურდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით და ერთ სამუშაო დღეზე შრომის ანაზღაურება განისაზღვრება 204 ლარის ოდენობი