პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 15,335 ათასი ლარით, მათ შორის:

ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად – 11,993 ათასი ლარი;

ბ) სამედიცინო მომსახურება სპეცდაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებში – 3,342 ათასი ლარი.

დანართი 1
4.1 – პირველადი ჯანდაცვა სოფლად

1. ექიმთან/ექთანთან ვიზიტი.

2. იმუნიზაცია იმუნიზაციის ეროვნული კალენდრის მიხედვით და სამიზნე მოსახლეობის ადეკვატური მოცვა.

3. ჯანმრთელი პირებისა და ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება ქვეყანაში დამტკიცებული გაიდლაინების შესაბამისად.

4. ბავშვებისა და მოზარდების განვითარებაზე მეთვალყურეობა ქვეყანაში დამტკიცებული გაიდლაინების შესაბამისად.

5. ექიმის ან ექთნის ვიზიტი ბინაზე 3 წლამდე ბავშვებში ქვეყანაში დამტკიცებული გაიდლაინების შესაბამისად.

6. ექიმის ან ექთნის ვიზიტი ბინაზე წელიწადში 4-ჯერ მუდმივად მწოლიარე (გადაადგილების უნარს მოკლებული) პირებთან.

7. ინკურაბელურ პაციენტებთან ბინაზე ვიზიტი საჭიროების შესაბამისად.

8. ქრონიკული (მათ შორის, ჰიპერტონული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, ბრონქული ასთმა, ინკურაბელური პაციენტები) და მწვავე დაავადებების:

ა) დიაგნოსტიკა კლინიკური სიმპტომო-კომპლექსისა და აუცილებელი, მინიმალური ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე;

ბ) მართვა და რეფერალი საჭიროების შესაბამისად.

9. ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ (DOT) მკურნალობის უზრუნველყოფა ექთნის მიერ.

10. სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა გადაუდებელი მდგომარეობების დროს.

11. ამბულატორიულ დონეზე, სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, სამედიცინო დოკუმენტაციის (მათ შორის, საანგარიშგებო და სტატისტიკური ფორმები) წარმოება, ცნობებისა და რეცეპტების გაცემა (მათ შორის, ინკურაბელური პაციენტებისათვის) (გარდა „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს N338/ნ ბრძანებით დამტკიცებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა NIV-100/ა-ს (შემდგომში „ფორმა NIV-100/ა“) სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენი ცნობებისა).

12. გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტებით და სამედიცინო დანიშნულების საგნებით პაციენტის უზრუნველყოფა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი აქტით დამტკიცებული „ექიმის ჩანთიდან“.

დანართი 1
4.2 – სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებები

№

დაწესებულება

თვის ბიუჯეტი (ლარებით)

1

ზემო აფხაზეთის საავადმყოფო

17,674

2

გალის მუნიციპალური საავადმყოფო

6,358

3

გალის მუნიციპალიტეტის საბერიოს საექიმო ამბულატორია

7,047

4

შპს „ოტობაიას საექიმო ამბულატორია“

4,332

5

შპს „ნაბაკევის აფხაზეთიდან დევნილთა საექიმო ამბულატორია“

2,599

6

შპს „ზემო ბარღების საექიმო ამბულატორია“

2,599

7

შპს „მზიურის საექიმო ამბულატორია“

2,599

8

შპს „ოქუმის საექიმო ამბულატორია“

4,332

9

შპს „ქვემო ბარღების ამბულატორია“

867

10

რეფის საექიმო ამბულატორია (გალის რაიონი)

760

11

შპს „ჯეოჰოსპიტალსი“ (წალკის მუნიციპალიტეტი)

6,014

12

შპს „ჯეოჰოსპიტალსი“ (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)

20,790

13

შპს „ჯეოჰოსპიტალსი“ (თიანეთის მუნიციპალიტეტი)

25,245

14

შპს „ჯეოჰოსპიტალსი“ (დაბა ბაკურიანი)

3,500

15

მარნეულის მუნიციპალიტეტის შპს „ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანება“ (წერაქვის ამბულატორია)

1,170

16

შპს „შატილის ამბულატორია“

1,170

17

შპს „ბარისახოს საექიმო ამბულატორია“

1,170

18

შპს „ადითი“ (ლენტეხის მუნიციპალიტეტი)

12,500

19

შპს „მედიქალ პარკი საქართველო“ (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი)

16,200

20

შპს „მედიქალ პარკი საქართველო“ (ონის მუნიციპალიტეტი)

11,000

21

შპს „მედიქალ პარკი საქართველო“ (ცაგერის მუნიციპალიტეტი)

16,500

22

შპს „მედიქალ პარკი საქართველო“ (მესტიის მუნიციპალიტეტი)

9,632

23

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შპს „დარჩელის ზონალური საავადმყოფო“

3,059

24

შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკა“

15,518

25

შპს „ჯვარის დევნილთა პოლიკლინიკა“

5,000

26

შპს „ჯვარის პოლიკლინიკა“

5,272

27

ცხინვალის ზონის ერედვის საექიმო ამბულატორია

8,470

28

ცხინვალის ზონის ავნევის საექიმო ამბულატორია

3,582

29

ცხინვალის ზონის ქსუისის საექიმო ამბულატორია

8,160

30

ცხინვალის ზონის ქურთის საუბნო საავადმყოფო

35,976

31

შპს „ახალგორის რაიონული პოლიკლინიკა“

3,460

32

შპს „ლარგვისის საექიმო ამბულატორია“

1,271

33

შპს „ნიქოზის ამბულატორია“

5,688

34

შპს „ახალგორის მუნიციპალიტეტის წინაგრის ამბულატორია“

1,733

35

შპს „ტყვიავის საავადმყოფო“

3,400

36

შპს „ახალგორის რაიონული საავადმყოფო“

5,000.

დანართი 1
4.3 – სოფლის ექიმის მომსახურების მიმწოდებლები

№

ოპერატორი კომპანია

რაიონი / მუნიციპალიტეტი

1

შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“

მცხეთა

2

დუშეთი

3

ბორჯომი

4

გურჯაანი

5

საგარეჯო

6

სამტრედია

7

ბაღდათი

8

ზესტაფონი

9

ჭიათურა

10

თეთრიწყარო

11

მარნეული

12

გარდაბანი

13

წალკა

14

ხარაგაული

15

ვანი

16

ხონი

17

საჩხერე

18

შპს „უნიმედი კახეთი“

თელავი

19

ახმეტა

20

ყვარელი

21

შპს „უნიმედი აჭარა“

ქობულეთი

22

შუახევი

23

ქედა

24

ხულო

25

ხელვაჩაური

26

შპს „უნიმედი სამცხე“

ადიგენი

27

ასპინძა

28

ახალციხე

29

ახალქალაქი

30

ნინოწმინდა

31

სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“

ტყიბული

32

თერჯოლა

33

წყალტუბო

34

ზუგდიდი

35

მარტვილი

36

წალენჯიხა

37

ჩხოროწყუ

38

ხობი

39

აბაშა

40

შპს „მედალფა“

ოზურგეთი

41

კასპი

42

ლანჩხუთი

43

ჩოხატაური

44

შპს „ალიანს მედი+“ და შპს „მედიქალ პარკი საქართველო“

ბოლნისი

45

დმანისი

46

მესტია

47

ამბროლაური

48

ონი

49

ცაგერი

50

ხაშური

51

ქარელი

52

ლენტეხი

53

შპს „არქიმედეს კლინიკა“

ლაგოდეხი

54

სიღნაღი

55

სენაკი

56

დედოფლისწყარო

57

შპს „გორმედი“

გორი.

დანართი №15

რეფერალური მომსახურება

ორგანიზაციული კოდი – 35 03 03