1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10
1
მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც პროგრამის მე‑3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში მომსახურების გაწევა ხორციელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ. ასეთ შემთხვევაში დაფინანსება განხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით.
3. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული სადაზღვევო ვაუჩერის მეშვეობით.
4. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიის მუდმივმოქმედ წევრთა და კომისიის მდივნის შრომის ანაზღაურება ხორციელდება განმახორციელებელ დაწესებულებასთან გაფორმებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე.
5. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში დაავადების შესაბამისი პროფილის კვალიფიციური ექიმის შრომის ანაზღაურება ხორციელდება განმახორციელებელ დაწესებულებასთან გაფორმებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზ