ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.03.2012 ძალადაკარგული 31.01.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№74
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.124.016049
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №74

ქ. ბაღდათი

201 2 წ ლის 21 მარტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ                                                            

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ” ქვეპუნქტის,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების შესაბამისად:

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

     მუხლი 1

შემოღებულ იქნ ე ს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესბამისად.

     მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №52 დადგენილება.

     მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე     გ. რობაქიძე       

                                                                                                                                დანართი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:

   ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე– 3 -ჯერ;

   ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე –2 -ჯერ;

   გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე –1,5 -ჯერ;

   დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს –ამ მუხლის „ა“ პუნქტით განსაზღვრული ოდენობით.

    მუხლი 2

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.

    მუხლი 3

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის–საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 პროცენტი.

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი საბაზრო ღირებულების 0,8 პროცენტი.

      მუხლი 4

   სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ( გარდა მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიწებისა) ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლიდან გამომდინარე) 71 ლარი – ერთი ჰექტარი.

      მუხლი 5

   სათიბები და საძოვრების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

   ა) სათიბები (მათ შორის გაკულტურებული) –19 ლარი;

   ბ) საძოვრები (მათ შორის გაკულტურებული) –15ლარი .

        მუხლი 6

    ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია _ 30 ლარი.

          მუხლი 7

   ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი. 

      მუხლი 8

   არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების 1მ2 -ზე წლიური გადასახადის განაკვეთია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე -60 მუხლის მე -2 ნაწილიდან გამომდინარე):

 

ტერიტორია

საბაზისო განაკვეთი (ლარი)

ტერიტორიული კოეფიციენტი

გადასახადის განაკვეთი (ლარი)

1

ქ. ბაღდათი

0,24

0,7

0,168

2

კურორტი საირმე

0,24

1,5

0,36

3

სოფლებში

0,24

0,25

0,06

 

    მუხლი 9. ქონების გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლდეს:

ა) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს;

ბ) ორგანიზაციის ქონება, აგრეთვე ორგანიზაციაზე ლიზინგით გაცემული ქონება, გარდა მიწისა და ორგანიზაციის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონებისა;

გ)საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;

დ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ნაკვეთი;

ე) ავტოფარეხზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;

ვ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საკარმიდამო ნაკვეთები (საკარმიდამო, საბაღე, საბოსტნე და სააგარაკო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები).

    მუხლი 10

 ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით და ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები, დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205 -ე და 206 -ე მუხლებით.