ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.03.2011 ძალადაკარგული 21.03.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№52
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.124.016027
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110331012, 04/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №52

2011 წ ლი ს 30 მარტი

ქ. ბაღდათი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად,ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

შემოღებულ იქნეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესბამისად.

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს„ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 2 5 თებერვლის №50 დადგენილება.

     მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე        გ. რობაქიძე

 

  დანართი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე– 3ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე –2 ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე –1,5 ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს –3ჯერ.

    მუხლი 2

საწარმოსთვის/ ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.

    მუხლი 3

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის– საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.

    მუხლი 4

სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე (გარდა მე -5 მუხლით გათვალისწინებული მიწებისა) ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლიდან გამომდინარე) 65 ლარი –ერთი ჰექტარი.

    მუხლი 5

სათიბების და საძოვრების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) სათიბები– 17 ლარი;

ბ)საძოვრები– 13 ლარი.

    მუხლი 6

ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 20 ლარი.

    მუხლი 7

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.

    მუხლი 8

არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების 1მ2 -ზე წლიური გადასახადის განაკვეთია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე -60 მუხლის მე -2 ნაწილიდან გამომდინარე):

 

ტერიტორია

საბაზისო განაკვეთი (ლარი)

ტერიტორიული კოეფიციენტი

გადასახადის განაკვეთი (ლარი)

1

ქ. ბაღდათი

0,24

0,7

0.168

2

კურორტი საირმე

0,24

1,5

0.36

3

სოფლებში

0,24

0,25

0.06

მუხლი 9

გათავისუფლდეს ქონების გადასახადის გადახდისაგან საკარმიდამო მიწის ნაკვეთები.

    მუხლი 10

ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით და ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები, დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.