ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №52
2011 წ ლი ს 30 მარტი
ქ. ბაღდათი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად,ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
შემოღებულ იქნეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს„ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 2 5 თებერვლის №50 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. რობაქიძე
დანართი
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე– 3ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე –2 ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე –1,5 ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს –3ჯერ.
მუხლი 2
საწარმოსთვის/ ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.
მუხლი 3
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის– საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 პროცენტი;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.
მუხლი 4
სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე (გარდა მე -5 მუხლით გათვალისწინებული მიწებისა) ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლიდან გამომდინარე) 65 ლარი –ერთი ჰექტარი.
მუხლი 5
სათიბების და საძოვრების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) სათიბები– 17 ლარი;
ბ)საძოვრები– 13 ლარი.
მუხლი 6
ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 20 ლარი.
მუხლი 7
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.
მუხლი 8
არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების 1მ2 -ზე წლიური გადასახადის განაკვეთია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე -60 მუხლის მე -2 ნაწილიდან გამომდინარე):
| № | ტერიტორია | საბაზისო განაკვეთი (ლარი) | ტერიტორიული კოეფიციენტი | გადასახადის განაკვეთი (ლარი) |
| 1 | ქ. ბაღდათი | 0,24 | 0,7 | 0.168 |
| 2 | კურორტი საირმე | 0,24 | 1,5 | 0.36 |
| 3 | სოფლებში | 0,24 | 0,25 | 0.06 |
მუხლი 9
გათავისუფლდეს ქონების გადასახადის გადახდისაგან საკარმიდამო მიწის ნაკვეთები.
მუხლი 10
ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით და ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები, დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №52
2011 წ
ლის
30 მარტი
ქ. ბაღდათი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201
1 წლის 2
5 თებერვლის №50 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე
გ. რობაქიძე
დანართი
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1🔗
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2 ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1,5 ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3ჯერ.
მუხლი 2🔗
საწარმოსთვის/ ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.
მუხლი 3🔗
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 პროცენტი;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.
მუხლი 4🔗
სასოფლო
-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე (გარდა მე
-5 მუხლით გათვალისწინებული მიწებისა) ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლიდან გამომდინარე) 65 ლარი – ერთი ჰექტარი.
მუხლი 5🔗
სათიბების და საძოვრების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) სათიბები – 17 ლარი;
ბ)საძოვრები – 13 ლარი.
მუხლი 6🔗
ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 20 ლარი.
მუხლი 7🔗
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.
მუხლი 8🔗
არასასოფლო
-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების 1მ2
-ზე წლიური გადასახადის განაკვეთია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე
-60 მუხლის მე
-2 ნაწილიდან გამომდინარე):
№
ტერიტორია
საბაზისო განაკვეთი (ლარი)
ტერიტორიული კოეფიციენტი
გადასახადის განაკვეთი (ლარი)
1
ქ. ბაღდათი
0,24
0,7
0.168
2
კურორტი საირმე
0,24
1,5
0.36
3
სოფლებში
0,24
0,25
0.06
მუხლი 9🔗
გათავისუფლდეს ქონების გადასახადის გადახდისაგან საკარმიდამო მიწის ნაკვეთები.
მუხლი 10🔗