ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.03.2012 ძალადაკარგული 26.02.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.127.016063
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №13

2012 წ ლის 21 მარტი

ქ. ზესტაფონი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 29-ე თავის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები ს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების შესაბამისად:

    მუხლი 1

შემოღებულ იქნეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ'' ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის № 15 დადგენილება და „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ'' ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №14 დადგენილება.

 მუხლი 3

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე  მ. მასხარაშვილი

დანართი №1

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების)

გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ა დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.

    მუხლი 2

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი ა დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.

    მუხლი 3.

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 %;

ბ) 100 000 ლარის და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1%.

    მუხლი 4.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთ ჰექტარ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთ ებია:

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები

ლარი/ჰა

1

სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდა მო

73

2

სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული)

19

3

საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული)

15

4

ტყის მიწები, რომლებიც გამოიყენება სასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით

35

5

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები

3

  მუხლი 5

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ-ზე ქონების გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტი ა:

ა) ქალაქ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 1,5;

ბ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლებისა და თემ ებ ის ტერიტორი ებისათვის – 1,0.

 მუხლი 6

არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ.-ზე ქონების გადასახადი ა:

ა) ქალაქ ზესტაფონის ტერიტორიაზე – 0.36 ლარი;

ბ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლებისა და თემ ებ ის ტერიტორი ებისათვის – 0.24 ლარი.