ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №13
2012 წ ლის 21 მარტი
ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 29-ე თავის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები ს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების შესაბამისად:
მუხლი 1
შემოღებულ იქნეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ'' ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის № 15 დადგენილება და „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ'' ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №14 დადგენილება.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. მასხარაშვილი
დანართი №1
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების)
გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ა დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.
მუხლი 2
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი ა დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.
მუხლი 3.
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 %;
ბ) 100 000 ლარის და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1%.
მუხლი 4.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთ ჰექტარ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთ ებია:
| № | მიწის კატეგორიები | გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა |
| 1 | სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდა მო | 73 |
| 2 | სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული) | 19 |
| 3 | საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული) | 15 |
| 4 | ტყის მიწები, რომლებიც გამოიყენება სასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით | 35 |
| 5 | ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები | 3 |
მუხლი 5
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ-ზე ქონების გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტი ა:
ა) ქალაქ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 1,5;
ბ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლებისა და თემ ებ ის ტერიტორი ებისათვის – 1,0.
მუხლი 6
არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ.-ზე ქონების გადასახადი ა:
ა) ქალაქ ზესტაფონის ტერიტორიაზე – 0.36 ლარი;
ბ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლებისა და თემ ებ ის ტერიტორი ებისათვის – 0.24 ლარი.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2012 წლის
21 მარტიქ. ზესტაფონი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 29-ე თავის,
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების
შესაბამისად:მუხლი 1
შემოღებულ იქნეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ'' ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №
15 დადგენილება და„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ'' ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის
№14
დადგენილება.მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. მასხარაშვილი
დანართი №1
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების)
გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია
დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.
მუხლი 2
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია
დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.მუხლი 3.
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 %;
ბ) 100 000 ლარის და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1%.
მუხლი 4.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთ ჰექტარ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:
№
მიწის კატეგორიები
გადასახადის განაკვეთები
ლარი/ჰა
1
სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო
73
2
სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული)
19
3
საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული)
15
4
ტყის მიწები, რომლებიც გამოიყენება სასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით
35
5
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები
3
მუხლი5
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ-ზე ქონების გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტია:
ა) ქალაქ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 1,5;
ბ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლებისა და თემების ტერიტორიებისათვის – 1,0.
მუხლი6
არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ.-ზე ქონების გადასახადია:
ა) ქალაქ ზესტაფონის ტერიტორიაზე – 0.36 ლარი;
ბ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლებისა და თემების ტერიტორიებისათვის – 0.24 ლარი.