სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.03.2012 ძალადაკარგული 04.11.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№115
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.016788
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

შემდგომი ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №115

2012 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცი ისა და აღჭურვ ის 2012 წლის სახელმწიფო  პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ა და 39 -ე მუხლის მე‑ 2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამა“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ‑მინისტრი                   ნ . გილაური

 

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამა

    მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია სამედიცინო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და განვითარება .

    მუხლი 2. პროგრამის კომპონენტები და ღონისძიებები

1. სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობისა და რეაბილიტაცი ის /რეკონსტრუქციის კომპონენტი მოიცავს ფსიქიატრიული დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაცი ის /რეკონსტრუქციის სამუშაოებ ს.

2. აღჭურვის კომპონენტი მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:

ა) ფსიქიატრიული დაწესებულებების აღჭურვას;

ბ) 1 რეანომობილის, 2 ორხიდიანი მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების ავტომანქანისა და სტომატოლოგიური მომსახურების უზრუნველსაყოფად სპეციალურად აღჭურვილი 2 მანქანის შესყიდვა ს.

3. საექსპერტო მომსახურებისა და საპროექტო სამუშაოების კომპონენტი მოიცავს ფსიქიატრიული დაწესებულებების სამშენებლო, სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო და აღჭურვის სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო (მათ შორის, შესაბამისი გეოლოგიური კვლევები) დოკუმენტაციის მომზადებას.

4. ადმინისტრირების კომპონენტი.

    მუხლი 3. განხორციელების მეთოდოლოგია 

1. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 მუხლის მე‑2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით.

3. ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტ ით გათვალისწინებული ღონისძიებები ს შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის 101 მუხლის მე‑ 3 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

    მუხლი 4. პროგრამის განხორციელება

„საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი.

    მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი 

1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვროს 8 784,0 ათასი ლარით.

2. პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტებისა და ღონისძიებების მიხედვით წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:

 

კომპონენტები და ღონისძიებები

ღირებულება  ათასი ლარებით

1

სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობისა და რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის კომპონენტი

6 780,0

ფსიქიატრიული დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის სამუშაოები

6 780,0

2

აღჭურვის კომპონენტი

1 652,5

ა)

ფსიქიატრიული დაწესებულებების აღჭურვა

847,5

ბ)

1 რეანომობილის, 2 ორხიდიანი მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების ავტომანქანისა და   სტომატოლოგიური მომსახურების უზრუნველსაყოფად სპეციალურად აღჭურვილი 2 მანქანის შესყიდვა

805,0

3

საექსპერტო მომსახურებისა და საპროექტო სამუშაოების კომპონენტი

169,5

ფსიქიატრიული დაწესებულებების სამშენებლო, სარეაბილიტაციო/ სარეკონსტრუქციო და აღჭურვის სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო (მათ შორის, შესაბამისი გეოლოგიური კვლევები) დოკუმენტაციის მომზადება

169,5

4

ადმინისტრირების კომპონენტი

182,0

სულ:

8 784,0.