ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ნაცვლად, ძალაში შედის იმ ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი თანხმობის შემდეგ, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად აუცილებელია სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(6)
საქმე №ბს-974(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2019
…თანახმად კი, განცხადებას უნდა დაერთოს მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიული გეგმა არსებული მდგომარეობით (მასშტაბი 1:500 ან 1:1000). აღნიშნული დადგენილების 67-ე მუხლის მე-2 პუნქტი შეიცავს II კლასს მიკუთვნებულ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალს; 68-ე მუხლი შეეხება II კლასის შენობა-ნაგებობაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის წესს; ხოლო 69-ე მუხლის პირველ პუნქტში მოცემულია იმ აუცილებელი ინფორმაციის (დოკუმენტაციის)…
…აქტის გამოცემისას უნდა დაედგინა კერძო სამართლის იურიდიული პირი _ შპს «ს-ი» წარმოადგენდა თუ არა ყოფილი სახაზინო საწარმო შპს «ს-ის» სამართალმემკვიდრეს. ასევე, დაეცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII კარის, მე-5 და 68-ე მუხლების იმპერატიული მოთხოვნები. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს…
…რეგიონალური სამმართველოს დებულებების თანახმად, ქუთაისის განყოფილების უფლებამოსილებაში არ შედიოდა მის მიერ შედარების აქტებით აღიარებული ვალდებულება. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67.1. და 68-ე მუხლები და განმარტა, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ნაცვლად, ძალაში შედის იმ ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი…
…საგადასახადო ინსპექციამ. კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლი, არ გამოიყენა «სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ» კანონის მე-4 მუხლი და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისი დებულებები. კასატორის განმარტებით, როგორც რაიონულმა, ისე სააპელაციო სასამართლომ ბიუჯეტში თანხობრივი შენატანის…
საქმე №ბს-21-16-კ-05 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2005
…აქტებად მიჩნევის შესახებ, რის გამოც კასატორის აზრით, მასზე ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების ექვსთვიანი ვადა. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, მას, როგორც დაინტერესებულ მხარეს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 68-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად არ გადასცემია სადავო განკარგულებები. დ. ს-ემ სრულად გაიზიარა ფოთის საკრებულოს მოსაზრებები იმის…