ტექნიკური რეგლამენტი „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 05.04.2012
ძალის დაკარგვა 11.12.2013
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
სარეგისტრაციო კოდი 300160070.55.067.016016
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/04/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,444 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.04.2012 მიღება
11.12.2013 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
საგემბანე შემადგენლობა სამანქანე შემადგენლობა
ნაპირიდან არა უმეტეს 3  საზღვაო  მილისა 2
ნაპირიდან  3 საზღვაო მილზე მეტი 2
საგემბანე განყოფილების შემადგენლობა სამანქანე განყოფილების შემადგენლობა
ნაპირიდან არა უმეტეს  3  საზღვაო მილისა 2
ნაპირიდან   3 საზღვაო მილზე მეტი 2
ნაპირიდან  არა უმეტეს 5  საზღვაო მილისა 2
ნაპირიდან 5 საზღვაო მილზე მეტი 2
ნაპირიდან არა უმეტეს 5 საზღვაო მილისა 2
ნაპირიდან  5 საზღვაო მილზე მეტი 2
თანამდებობა
1. უფროსი მექანიკოსი
2. მეორე მექანიკოსი
3. სავახტო მექანიკოსი
4. მოტორისტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ტექნიკური რეგლამენტი „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold; font-style:italic; text-decoration:underline;} h4 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-weight:normal;} h5 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-weight:normal;} h6 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.MsoHeading8, li.MsoHeading8, div.MsoHeading8 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-style:italic;} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-style:italic;} em { font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } span.Heading2Char { font-weight:bold; font-style:italic;} span.Heading3Char { font-weight:bold; font-style:italic; text-decoration:underline;} span.Heading4Char { } span.Heading5Char { } span.Heading6Char { font-weight:bold;} span.Heading8Char { font-style:italic;} p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } span.BodyTextChar { font-style:italic;} span.FooterChar { } span.CharChar7 { font-weight:bold; font-style:italic;} span.BalloonTextChar { } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.apple-converted-space {} p.a, li.a, div.a { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } span.FooterChar1 { } span.HeaderChar { } @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.5in 46.1pt .5in 45.35pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №011 2012 წლის 5 აპრილი ქ. ბათუმი ტექნიკური რეგლამენტი „ საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე  „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის და „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 9 ივნისის № 1-1/883 ბრძანებით დამტკიცებული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის“ მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული, ტექნიკური რეგლამენტი ,, საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექ ტების“ შესახებ“ . 2. ამ ბრძანების ამოქმედებამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული მოწმობა უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად საჭირო ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობის შესახებ ძალაშია მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე. 3. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,, საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად საჭირო ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს რეგიონალური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2009 წლის 28 ივნისის № 93 (სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.1600.070.47.052.013.348 ) ბრძანება. 4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. თ. იობიძე დანართი ტექნიკური რეგლამენტი ,, საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1 . ტექნიკური რეგლამენტი „საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ ( შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) განსაზღვრავს უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად საჭირო გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებას გემის საერთო ტევადობის, მთავარი ამძრავი მექანიზმის სიმძლავრის, ნაოსნობის რაიონის, გემის მუშაობის პირობებისა და დანიშნულების გათვალისწინებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 2. წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის საერთაშორისო სტანდარტები დადგენილია მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, კერძოდ VII/1, VIII/2 და A-VII/1, A-VII/1 რეგლამენტების დებულებების (ცვლილებების გათვალისწინებით), ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ 1974 წლის 1 ნოემბრის კონვენციის V/14 რეგლამენტის დებულებების შესაბამისად (SOLAS 74), ასევე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის 1999 წლის 25 ნოემბრის 890 (21) რეზოლუციის „ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების პრინციპების უზრუნველსაყოფად ეკიპაჟის დაკომპლექტების პრინციპები“ და 2003 წლის 5 დეკემბრის №890 (22) რეზოლუციის ცვლილებების შესაბამისად. 3. ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების დოკუმენტის ( შემდგომში – მოწმობა) გაცემას და გაცემაზე უარის თქმას, მოწმობით დადგენილი პირობების დაცვაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“ ( შემდგომში – სააგენტო). 4. აკრძალულია იმ გემის ნავსადგურიდან გასვლა, რომლის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება არ შეესაბამება მოწმობით გათვალისწინებულ მინიმალურ მისაღებ სტანდარტს ან არ აქვს შესაბამისი მოწმობა. 5. კომპანია ვალდებულია ნაოსნობის დროს გემი დააკომპლექტოს ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და მოქმედი მოწმობის შესაბამისად. 6. კომპანიას უფლება აქვს, დაასაქმოს დამატებითი მეზღვაურები, რომელთა რაოდენობა აღემატება მოწმობით გათვალისწინებულ ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობას, შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში: ა) დამატებითი მეზღვაურებისთვის ხელმისაწვდომია შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი; ბ) დამატებითი მეზღვაურებისთვის არსებობს საკმარისი უსაფრთხოების საშუალებები; გ) დამატებით მეზღვაურებს ჩაუტარდათ სწავლება უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით. 7. ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციის რეკომენდაციით თევზსაჭერ, სპეციალური მომსახურების და სამგზავრო გემებზე სააგენტოს თანხმობით შესაძლებელია გაიზარდოს წინამდებარე ბრძანებით დადგენილი ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების რაოდენობა, რაც შესაბამისად აისახება მოწმობაში.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. წინამდებარე რეგლამენტის მიზნებისთვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა. გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება – გემის ეკიპაჟის შესაბამისი კომპეტენციის მქონე მეზღვაურთა დაკომპლექტება, რაც აუცილებელია ნაოსნობის უსაფრთხოების, გემზე ტვირთის, ბარგის, სამუშაო და დასვენების დროის რეჟიმის, აგრეთვე გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად; ბ. მოწმობა – ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების დოკუმენტი, რაც გათვალისწინებულია წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის დანართი №2-ით, რომელიც განსაზღვრავს გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებას; გ. GMDSS – საზღვაო კავშირის გლობალური სისტემა, რომელიც გამოიყენება ძიებისა და უბედური შემთხვევების დროს; დ. საგემბანე განყოფილების შემადგენლობა – კაპიტანი, უფროსი თანაშემწე, სავახტო თანაშემწე, მატროსი, ბოცმანი, მზარეული; ე. სამანქანე განყოფილების შემადგენლობა – უფროსი მექანიკოსი, მეორე მექანიკოსი, სავახტო მექანიკოსი, ელექტროტექნიკოსი, რიგითი ელექტროტექნიკოსი, მოტორისტი; ვ . პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილება („ UMS“) – გემის ამძრავი მექანიზმის ავტომატიზებული მართვის სისტემა, რომლის არსებობა გემზე არ მოითხოვს მუდმივი ვახტის გაწევას სამანქანე განყოფილებაში; ზ. A1 რაიონი – საზღვაო რაიონი, რომელიც შემოფარგლულია საზღვაო სანაპიროთი და ულტრა მოკლე სიხშირის GMDSS-ის სისტემის რადიოტელეფონის სადგურიდან 30 საზღვაო მილის წრეწირის რკალით; თ. კომპანია – გემთმფლობელი, სხვა ორგანიზაცია ან პირი, მაგალითად, მმართველი, ან უეკიპაჟოდ გემის დამფრახტველი, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს დროშით მცურავი გემის ექსპლუატაციასა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი ვალდებულებების შესრულებაზე; ი. სპეციალური დანიშნულები გემი – გაღრმავებითი სამუშაოების საწარმოებელი გემი, ჰიდროგრაფიული დანიშნულების გემი, ან გემი, რომელზეც განთავსებულია სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები. 2. ტერმინები, რომლებიც არ რის განმარტებული წინამდებარე ტექნიკურ რეგლამენტში, განიმარტება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამისად.     მუხლი 3🔗. მოქმედების სფერო 1. ეს ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება ,,საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში“ რეგისტრირებულ გემზე, მათ შორის, თევზსაჭერ, სპეციალური მომსახურების და სამგზავრო გემზე. 2. იმ გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება, რომლის საერთო ტევადობა 100 ტონა და ნაკლებია, განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის და მისი № 1 დანართის, ცხრილი 1-ის შესაბამისად. 3. იმ გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება, რომლის საერთო ტევადობა 100 ტონაზე მეტია, განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის № 1 დანართის ცხრილი 2 და 3-ის შესაბამისად.     მუხლი 4🔗. ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების ძირითადი მიზნები წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებისა და მოწმობის შესაბამისად დაკომპლექტებულმა ეკიპაჟმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი ძირითადი ფუნქციების შესრულება: ა) გემის უსაფრთხო მართვა; ბ) მგზავრთა უსაფრთხოება; გ) ტვირთის უსაფრთხო გადატანა; დ) გემის ამძრავი მექანიზმის, ელექტრომოწყობილობისა და მართვის სისტემის მუშა მდგომარეობის შენარჩუნება; ე) მუდმივი რადიოკავშირის არსებობა; ვ) გემის ტექნიკური მომსახურება და გადაუდებელი რემონტი; ზ) გემზე ტვირთის და ბარგის უსაფრთხოება; თ) ზღვაზე უსაფრთხოებისა და ზღვის გარემოს დაბინძურებისგან დაცვა; ი) სამუშაო და დასვენების დროის რეჟიმის დაცვა.     მუხლი 5🔗. გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების განმსაზღვრელი პირობები გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების განსაზღვრისას მხედვე ლობაში მიიღება ეკიპაჟის შემადგ ენლობის მიერ: ა) სამედიცინო დახმარების გაწევის შესაძლებლობა; ბ)ნავსადგურში გემის უსაფრთხო მიბმა/ახსნის ოპერაციების უზრუნველყოფა; გ) გარემოს დაბინძურების თავიდან აცილება; დ) ტვირთის უსაფრთხო გადატანის და მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანის უზრუნველყოფა; ე) გემის ჰერმეტულობის დაცვა; ვ) ავარიულ ან უბედურების შემთხვევაში შესაბამისი დამცავი საშუალებების გამოყენების უზრუნველყოფა; ზ) სამუშაო და დასვენების საათების გადანაწილება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; თ) სხვა პირობები, რომლებიც დადგენილია საერთაშორისო სტანდარტებით.     მუხლი 6🔗. სპეციალური მოთხოვნები გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებისას 1. ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდეობით დაკომპლექტებაში არ შედის მგზავრი და გემის პერსონალის წევრი. 2. თუ მოწმობით განსაზღვრული ეკიპაჟის მინიმალური მისაღები სტანდარტი 10 (ათი) წევრზე მეტია, მაშინ ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებისას შემადგენლობაში სავალდებულოდ შეყვანილ უნდა იქნეს მზარეული. 3. იმ გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებისას, რომლის მთავარ ამძრავ მექანიზმს წარმოადგენს ელექტროძრავი, ს ავალდებულოდ შეყვანილ უნდა იქნეს დამატებით ერთი ელექტროტექნიკოსი. 4. GMDSS რადიომოწყობილობით აღჭურვილ გემს უნდა ჰყავდეს მინიმუმ ორი მეზღვაური, რომელსაც აქვს GMDSS რადიოოპერატორის კომპეტენციის სერტიფიკატი STCW კონვენციის შესაბამისად.     მუხლი 7🔗. მოწმობის მოქმედების ვადა, მოქმედების ვადის გაგრძელება. მოწმობაში ცვლილებ(ებ)ის შეტანა 1. მოწმობა გაიცემა უვადოდ. 2. კომპანია ვალდებულია მიმართოს სააგენტოს ახალი მოწმობის ასაღებად იმ შემთხვევაში, თუ შეიცვალა კომპანია, გემის კლასი, დონე, ტექნიკურ-საექსპლუატაციო მახასიათებლები, ნაოსნობის რაიონი ან/და ეკიპაჟის სამუშაო და დასვენების პირობები, ასევე ნორმატიულ აქტებში შესაბამისი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში. 3. მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში გაიცემა ახალი მოწმობა. 4. სააგენტო ვალდებულია აწარმოოს დაკარგული მოწმობების რეესტრი, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.     მუხლი 8🔗. მოწმობაზე დასატანი ინფორმაცია 1. მოწმობა ივსება ქართულ ენაზე, ხოლო ქართულ- ინგლისურ ენებზე იმ გემებისათვის, რომლებიც ჩართულები არიან საერთაშორისო ნაოსნობაში. მოწმობაში აღინიშნება: ა) გემის სახელი; ბ)გემის მიწერის ნავსადგურის სრული სახელწოდება; გ) სახმობი და ამოცნობის ნიშნები; დ) გემის IMO ნომერი ან/და სააგენტოს მიერ მინიჭებული ნომერი;  ე) გემის საერთო ტევადობა; ვ) მთავარი ამძრავი მექანიზმის სიმძლავრე; ზ) გემის ტიპი; თ) ნაოსნობის რაიონი; ი) კომპანია; კ) მონაცემი პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების არსებობის შესახებ; ლ) გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება; მ) სპეციალური მოთხოვნები, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ნ) მოწმობის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა; ო)მოწმობის გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და აღნიშნული ორგანოს ბეჭედი. 2. მოწმობაში სავალდებულოა მიეთითოს, რომ გემი ითვლება უსაფრთხოების თვალსაზრისით სათანადოდ დაკომპლექტებულად, თუ ზღვაში გასვლისას მასზე იმყოფება ამ მოწმობით გათვალისწინებული რაოდენობისა და თანამდებობების შესაბამისი ეკიპაჟი.     მუხლი 9🔗. მოწმობის გაცემის წესი და პროცედურა მოწმობის გაცემის წესი, პროცედურა, საფასური და გაცემის ვადები განისაზღვრება „საქართველოს საზღვაო კოდექსის“ „საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის, გემების სახელმწიფო წიგნის წარმოების და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების“, „საზღვაო დისციპლინური წესდების“ და „ნავსადგურების, გემებისა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სხვა ობიექტების დაცვის სისტემის შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის 2003 წლის 12 დეკემბერის №51 ბრძანების და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის ბრძანების №1-1/592 შესაბამისად. დანართი №1 ცხრილი 1 საქართველოს დროშით მცურავი 100 და ნაკლები რეგისტრული ტონის  გემების ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების მინიმალური  შემადგენლობა ამძარავი დანადგარის სიმძლავრე 75 კვტ-დან (100 ცხ.ძ) -150 კვტ (200 ცხ.ძ)-ის ჩათვლით ავტომატიზირებული მართვის სისტემის შემთხვევაში საგემბანე შემადგენლობა სამანქანე შემადგენლობა ნაპირიდან არა უმეტეს 3  საზღვაო  მილისა 2 - ნაპირიდან  3 საზღვაო მილზე მეტი 2 1 არაავტომატიზირებული მართვის სისტემის შემთხვევაში საგემბანე განყოფილების შემადგენლობა სამანქანე განყოფილების შემადგენლობა ნაპირიდან არა უმეტეს  3  საზღვაო მილისა 2 1 ნაპირიდან   3 საზღვაო მილზე მეტი 2 2 ამძრავი დანადგარის სიმძლავრე 150 კვტ (200 ცხ.ძ)-ზე მეტი ავტომატიზირებული მართვის სისტემის შემთხვევაში საგემბანე განყოფილების შემადგენლობა სამანქანე განყოფილების შემადგენლობა ნაპირიდან  არა უმეტეს 5  საზღვაო მილისა 2 1 ნაპირიდან 5 საზღვაო მილზე მეტი 2 2 ავტომატიზირებული მართვის სისტემის შემთხვევაში საგემბანე განყოფილების შემადგენლობა სამანქანე განყოფილების შემადგენლობა ნაპირიდან არა უმეტეს 5 საზღვაო მილისა 2 2 ნაპირიდან  5 საზღვაო მილზე მეტი 2 2 ცხრილი 2 გემის უსაფრთხო ნაოსნობისთვის ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობა   სანავიგაციო შემადგენლობა, გემის საერთო ტევადობის მიხედვით (ტონებში) № თანამდებობა 101-499 500 -999 1000-2999 3 000 -7999 8 000 -14999 >15 000 1. კაპიტანი 1 1 1 1 1 1 2. უფროსი თანაშემწე 1 1 1 1 1 1 3. კაპიტნის სავახტო/თანაშემწე - - 1 2 2 2 4. მატროსი 1 2 2 3 3 3 5. სანავიგაციო ვახტაზე მდგომი რიგითი 1 1 1 1 2 3 6. სულ 4 5 6 7 9 10 სამანქანე განყოფილების განსაზღვრა გემის ძალური დანადგარის სიმძლავრის მიხედვით (კვტ) № თანამდებობა <750 >751-1500 >1501-3000 >3001-6000 >6001-8000 >8001 ავტომატიზირებული მართვის სიტემის არმქონე 1. უფროსი მექანიკოსი 1 1 1 1 1 1 2. მეორე მექანიკოსი 1 1 1 1 1 1 3. სავახტო მექანიკოსი - - 1 1 2 2 4. მოტორისტი 1 1 2 2 2 3 5. სამანქანე განყოფილების ვახტაზე მდგომი რიგითი 1 1 - 1 1 1 6. სულ 4 4 5 6 7 8 ავტომატიზირებული მართვის სიტემის მქონე 1. უფროსი მექანიკოსი 1 1 1 1 1 1 2. მეორე მექანიკოსი 1 1 1 1 1 1 3. სავახტო მექანიკოსი - - 1 1 2 2 4. მოტორისტი - 1 - 1 2 2 5. სამანქანე განყოფილების ვახტაზე მდგომი რიგითი 1 - 1 1 1 1 6. სულ 3 3 4 5 7 7 ამ დანართის მიზნებისთვის აღნიშვნა „–“ ნიშნავს, რომ –  აღნიშნული კატეგორიის გემის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებისთვის არ არის აუცილებელი შესაბამისი რანგის მეზღვაური. დანართი № 2 (გვ. 1) მოწმობა – ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტი გაცემულია „ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ“ 1974 წლის საერთაშორისო კონვენციის წესების V/14 (2) დებულებათა შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გემის მონაცემები: გემის სახელწოდება საერთო ტევადობა: ეროვნული: „ხომალდების გაზომვის შესახებ“ საერთაშორისო კონვენცია: სახმობი და ამოცნობის ნიშნები IMO ნომერი/სააგენტოს მიერ მინიჭებული ნომერი მთავარი ამძრავი მექანიზმი (კვტ) მიწერის ნავსადგური გემისტიპი პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილება     კი/არა კომპანია- –------------------------------- ნაოსნობის რაიონი      ამ დოკუმენტში მითითებული გემი, უსაფრთხოების თვალსაზრისით ითვლება დაკომპლექტებულად, თუ ზღვაში გასვლისას მასზე იმყოფება ამ მოწმობით გათვალისწინებული რაოდენობისა და თანამდებობების შესაბამისი ეკიპაჟი. თანამდებობა სერტიფიკატი (STCW კონვენციის წესები) რაოდენო ბა თანამდებობა სერტიფიკატი (STCW კონვენციის წესები ) რაოდენობა კაპიტანი ელექტროტექნიკოსი ოფიცერი კაპიტნის უფროსი თანაშემწე ბოცმანი კაპიტნის სავახტო/ თანაშემწე მატროსი სანავიგაციო ვახტაზე მდგომი რიგითი უფროსი მექანიკოსი მოტორისტი სამანქანე განყოფილების ვახტაზე მდგომი რიგითი მეორე მექანიკოსი მზარეული სამანქანე განყოფილების სავახტო მექანიკოსი რიგითი ელექტრო- ტექნიკოსი სპეციალური მოთხოვნები: გაცემის თარიღი ,,-------” ------------ სააგენტოს ბეჭედი  ------------- უფლებამოსილი პირი ხელმოწერა -------------- დანართი № 2 (გვ. 2) MINIMUM SAFE MANNING DOCUMENT Issued under the provisions of regulation V/14 (2) of the INTERNATIONAL CONVENTION FOR THE SAFETY OF LIFE AT SEA, 1974, as amended by the authority of the Ministry of Economy and Sustainable Development of Goergia by LEPL “Maritime Transport Agency” Particulars of ship: Name of ship Gross Tonnage: National : International Convention on Tonnage Measurement of Ships, 1969 Distinctive number or letters IMO number Main propulsion power (KWT) Port of registry Vessel type Periodically unattended machinery space                      yes / no Operating Company : Trading area : The ship named in this document is considered to be safety manned if, when it proceeds to sea, it carries not less than the number and grades/capacities of personnel specified in the table below Grade/capacity Certificate (STCW regulation) Number of persons Grade/capacity Certificate (STCW regulation) Number of persons Master Electro Technical officer Chief Officer Bosun Officer in charge of navigational watch AB Seafarer Deck Rating forming part of Navigation at watch Chief Engineer Motormen Rating Forming part engineering watch Second Engineer Chief Cook Officer in charge of an engineering watch Electro-technical rating Special requirements or conditions, if any: Date of issue: ----------------- Seal  of the Agency --------------------- Signature for and on behalth of the Agency ----------