„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 29 იანვრის №68 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№160-უ.ს.რ.ს.
სარეგისტრაციო კოდი
010320040.31.056.016020
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს

დადგენილება

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 29 იანვრის 68 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

    მუხლი 1 

 „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 29 იანვრის №68 დადგენილებით (გაზეთი „აჭარა”, №12, 30.01.01-02.2010) დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დაემატოს შემდეგი შინაარსის XI თავი:

„XI. შიდა აუდიტის დეპარტამენტი

    მუხლი 47. დეპარტამენტის უფროსი

1. უმაღლესი განათლება;

2. კომპიუტერის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე (საოფისე პროგრამები);

3. საჯარო სამსახურში ან სპეციალობით მუშობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი ;

4. ნორმატიული აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

ბ) საქართველოს კანონი ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ”;

გ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“.

    მუხლი 48. დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

1. უმაღლესი განათლება;

2. კომპიუტერის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე (საოფისე პროგრამები);

3. საჯარო სამსახურში ან სპეციალობით მუშობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი ;

4. ნორმატიული აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

ბ) საქართველოს კანონი ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ”;

გ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“. ”

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე       მ. მახარაძე

ჩაქვი,

2012 წლის 20 აპრილი

№160- უ. ს. რ. ს.