„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 28 იანვრის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№155-უ.ს.გ.ს.
სარეგისტრაციო კოდი
010340000.31.056.016017
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს

დადგენილება

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 28 იანვრის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

მუხლი 1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 28 იანვრის №29 დადგენილების (გაზეთი „აჭარა” №10, 29-30.01.2009) პირველი მუხლით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. აპარატის ადგილსამყოფელია ქობულეთის მუნიციპალიტეტი – დაბა ჩაქვი, მეგენეიშვილის №25, საფოსტო ინდექსი 6215.”.

2. 161 მუხლის „ა” და „ვ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „სა­ხელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდე­ბარე ნორმატიული აქტების შესაბამი­სად და დადგენილი კომპეტენციის ფარ­გლებში შიდა აუდიტის განხორციელება;”.

„ვ) სხვა საქმიანობები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.”.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე       მ. მახარაძე

ჩაქვი,

2012 წლის 15 მარტი

№155-უ.ს.გ.ს.