"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 28 იანვრის №29 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№111-უ.ს.რ.ს.
სარეგისტრაციო კოდი
010340000.31.056.016005
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110331058, 05/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 28 იანვრის №29 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

მუხლი 1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 28 იანვრის №29 დადგენილების (გაზეთი „აჭარა“, №10, 29-30.01.2009) პირველი მუხლით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებასა და სტრუქტურაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის:

ა) „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) წარმართავს აპარატის საქმიანობას, კოორდინაციას უწევს აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, წყვეტს აპარატის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, გარდა შიდა აუდიტის დეპარტამენტისა;“;

ბ) „ზ-თ“ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დასანიშნად ან/და გასათავისუფლებლად წარუდგენს აპარატის უფროსის მოადგილის და აპარატის სტრუქტურული ერთეულების უფროსების კანდიდატურებს, გარდა აპარატის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსისა და კომისიების აპარატების უფროსებისა;

თ) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, გარდა შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებისა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი;“.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  აპარატის უფროსის მოადგილეს, თავმჯდომარის კაბინეტის უფროსს, დეპარტამენტის უფროსს (გარდა შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსისა), მთავარ ბუღალტერს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას და პასუხისმგებელია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისა და აპარატის უფროსის წინაშე (გარდა შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსისა, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია მხოლოდ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წინაშე) დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულებისათვის;“.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების მე-9 მუხლის „ვ“ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ქვეპუნქტი:

„ვ1) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;“.

4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი:

მუხლი 161.

შიდა აუდიტის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) „სა­ხელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდე­ბარე ნორმატიული აქტების შესაბამი­სად და დადგენილი კომპეტენციის ფარ­გლებში შიდა აუდიტის განხორციელება;

ბ) ფინანსური მართვი­სა და კონტროლის სისტე­მის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

დ) უმაღლესი საბჭოს ფუნ­ქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობის, ეფექტიანობისა და ეკონო­მი­უ­რობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ე) წინასწარი კონტროლის ღონისძიებათა გან­­­ხორციელება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ კანონ­მდებლობით მინიჭებუ­ლი უფლებამოსილების ფარგლებში;

ვ) სხვა საქმიანობები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“საქართველოს კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.“.

5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების დასახელების ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი შინაარსის „111“გრაფა:

 

„111

შიდა აუდიტის დეპარტამენტი“.

 

6. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“აჭ ა რის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საშტატო რიცხოვნობა 2011 წლის 1 აპრილიდან განისაზღვროს 75 (სამოცდათხუთმეტი) საშტატო ერთეულით.“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 აპრილიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე              მ.მახარაძე

ბათუმი,

2011 წლის 30 მარტი

111-უ.ს.რ.ს.