1. შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის კანონით ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით მინიჭებული უფლების განხორციელებაზე უარის თქმა, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება, −

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება:

ა) ჩადენილი არაერთგზის;

ბ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

გ) ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით;

დ) რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან/და ჯარიმით.

საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2355 – სსმ I, №18, 24.06.2003 წ., მუხ.117

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90

საქართველოს 2014
წლის 2 მაისის
კანონი №2393 - ვებგვერდი, 07.05.2014წ.

საქართველოს 2017 წლის
1

ივნისის

კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017