1. გამოგონების, სასარგებლო მოდელის, დიზაინის, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის, მცენარის ან ცხოველის ახალი ჯიშის ავტორობის მითვისება ან თანაავტორობაზე იძულება –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –
ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
3. წინასწარი შეცნობით სხვისი გამოგონების, სასარგებლო მოდელის, დიზაინის, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის, მცენარის ან ცხოველის ახალი ჯიშის შემოსავლის მიღების მიზნით უკანონოდ გამოყენება, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1733 - სსმ I, №38, 15.07.2005 წ., მუხ.247
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3033 - სსმ I, №27, 24.05.2010წ., მუხ.185
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017წ.
თავი XXVI
დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1891. სამრეწველო საკუთრების უფლების ხელყოფა 1. გამოგონების, სასარგებლო მოდელის, დიზაინის, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის, მცენარის ან ცხოველის ახალი ჯიშის ავტორობის მითვისება ან თანაავტორობაზე იძულება – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 3. წინასწარი შეცნობით სხვისი გამოგონების, სასარგებლო მოდელის, დიზაინის, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის, მცენარის ან ცხოველის ახალი ჯიშის შემოსავლის მიღების მიზნით უკანონოდ გამოყენება, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1733 - სსმ I, №38, 15.07.2005 წ., მუხ.247 საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3033 - სსმ I, №27, 24.05.2010წ., მუხ.185 საქართველოს 2017 წლის ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. თავი XXVI დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგწინააღმდ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება