მუხლი 191. მიწასთან დაკავშირებული გარიგების უკანონო რეგისტრაცია
თავი XXVI — დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ
მიწასთან დაკავშირებული გარიგების უკანონო რეგისტრაცია, სახელმწიფო მიწის კადასტრის სააღრიცხვო მონაცემის დამახინჯება ანდა მიწის გადასახადის შემცირება ანგარებით ანდა სხვა პირადი მოტივით, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.
მთავარი მონაცემები
სასჯელიჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (22.07.1999).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(14)
საქმე №2კ-1084აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.01.2024
…დასკვნის თანახმად, პ. ს-ას აღენიშნება პარანოიდული შიზოფრენია (კოდი – -), რომლითაც დაავადებული იყო ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის დროს; ამის საფუძველზე და საქართველოს სსსკ-ის 33-ე, 81-ე, 105-ე, 106-ე და 191-ე მუხლების შესაბამისად, ბრალდების მხარემ იშუამდგომლა პ. ს-ას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა, სასამართლომ კი, ნაცვლად ამისა, განმარტა, რომ ბრალდებას არ…
საქმე №2კ-227აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.05.2023
…და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 თებერვლის განჩინება. III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 34-ე, საქართველოს სსსკ-ის 105-ე, 107-ე, 191-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი დოლაკიძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს…
…ნაწილის ეპიზოდში ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არ არსებობის გამო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.05.97წ. განაჩენით გ. კ.-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187.3 მუხლით, 195.2 მუხლით, 109 და 191 მუხლებით და საჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლის თავისუფლების აღკვეთა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 10.05.2000წ. განაჩენით გ. კ.-ი…
…ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. საქმეში წარმოდგენილია 2005 წლის 25 თებერვლის დადგენილება, რომლითაც დადგენილია, რომ ონის რაიონის შს რაიგანყოფილების უფროსმა ვ. ჯ-ემ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 191-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუმცა, რადგან გასული იყო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე…
საქმე №ბს-438-553-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.03.2004
…საქმის აღძვრა. სისხლის სამართლის კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. საბოლოოდ, ნ. შ.-ს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მეორე ნაწილით, 187-ე მუხლების მე-2 ნაწილით და 191-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 1999წ. 9 ივლისს საჩხერის რაიონული სასამართლოს განჩინებით ნ. შ.-ს მოეხსნა პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდებები…
საქმე №3გ/ად-29-გ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.11.2002
საქმე №2კ-230დად.-02 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.11.2002
საქმე №3გ/ად-238-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.04.2002
საქმე №2კ-33-I-2000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.09.2000
საქმე №2კ-12-I-2000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.05.2000
…134-ე, 1352− 1354, 1395, 150-ე, 1527, 1528 და 1533 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებითა და 166-ე, 1662, 167-ე, 173-ე, 17314, 17315, 1741, 17415−17418, 1752, 1761, 1763, 177-ე, 1771, 17715, 180-ე– 183-ე, 190-ე, 1902, 191-ე და 1991 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 191, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-191/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია